ბათუმში ორ უბანზე შუქი ჩაქრა

ბათუმში ორ უბანზე შუქი ჩაქრა

ბათუმში, 71-ე და 72-ე საარჩევნო უბნებზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. როგორც ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ელექტრომომარაგება დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იყო შეწყვეტილი, თუმცა, საარჩევნო პროცესი არ შეჩერებულა.

როგორც ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ორივე უბანზე აღდგენილია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რეგიონში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."