ფოტორეპორტაჟი "ქართული ოცნების" ოფისთან გამართული საზეიმო ღონისძიებიდან

ფოტორეპორტაჟი "ქართული ოცნების" ოფისთან გამართული საზეიმო ღონისძიებიდან

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ, "ქართული ოცნების" ოფისთან საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სახელისუფლებო პარტიის ოფისთან მოწყობილ სცენაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს.

იხილეთ ვიდეო

კახა კალაძემ თანაგუნდელებსა და ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მერობის კანდიდატი სცენაზე მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

"მივესალმები თითოეულ თბილისელს, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მხარდამჭერებს, თანაგუნდელებს - ყველას დიდი მადლობა. ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის. ჩვენ მოვისმინეთ წინასწარი შედეგები, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ პატივი უნდა ვცეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც დაითვლის ხმებს და შესაბამისად, შედეგები ოფიცილურად გამოცხადდება. თუმცა ჩვენ ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით. ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო, როცა მთელი ამ საარჩევნო პროცესის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები მოსახლეობასთან, ეს სულისკვეთება იგრძნობოდა ყოველდღიურ რეჟიმში, იგრძნობოდა ის იმედი, რომელიც ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობას ჰქონდა. მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელიც მისული იყო არჩევნებზე და მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა. ყველამ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, რომელიც ეკოლოგიურად იქნება სუფთა, ტრანსპორტი იქნება განახლებული, ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილი, ვიზრუნებთ ასევე ჯანმრთელობასა და სოციალურ მიმართულებებზე, ხელს შევუწყობთ ახალგაზრდების ჩართულობას ქალაქის განვითარებაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ორგანიზაცია "ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების თანახმად, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 54%-ის მხარდაჭერა მიიღო.

ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად კი, კახა კალაძე ამომრჩეველთა 53%-იანი მხარდაჭერით ლიდერობს.

ფოტოების ნაწილი აღებულია კახა კალაძის ოფიციალური "ფეისბუქ-გვერდიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."