ვინ გახდება საქართველოს 4 დიდი ქალაქის მერი და სად ინიშნება მეორე ტური - ცესკო-ს მონაცემები ამ დროისთვის

ვინ გახდება საქართველოს 4 დიდი ქალაქის მერი და სად ინიშნება მეორე ტური - ცესკო-ს მონაცემები ამ დროისთვის

ცესკო-მ თბილისის 737-ვე უბნის მონაცემების დათვლა უკვე დაასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში 51,06 %-ით "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე პირველ ადგილზე, 17,46 %-ით კი მეორე ადგილზე დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი გავიდა.

თბილისის მონაცემები

რაც შეეხება საქართველოს 4 დიდი ქალაქის - ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ფოთის მონაცემებს, ცესკო-ს წინასწარი დათვლების შედეგები ასეთია:

ქუთაისის მონაცემები

დათვლილია 124 უბნიდან 119 უბნის მონაცემების მიხედვით და აქ "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი ჭიღვარია უსწრებს კონკურენტებს, თუმცა ვერ ლახავს 50%-იან ზღვარს, შესაბამისად ქუთაისში მოსალოდნელია მეორე ტური.

ბათუმის მონაცემები

ბათუმში 103 უბნიდან დათვლილია 102 უბნის მონაცემები და "ქართული ოცნების" კანდიდატი ლაშა კომახიძე ლიდერობს 55.67%-ით, დანარჩენი კანდიდატების პროცენტები ასე გამოიყურება

რუსთავის მონაცემები

რუსთავში 87 უბნიდან დათვლილია 82 უბნის მონაცემები და აქაც "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა ლიდერობს 53.05&-ით. დანარჩენი კანდიდატების პროცენტები ასე გამოიყურება:

ფოთის მონაცემები

ფოთში 32 უბნიდან დათვლილია 31 უბნის მონაცემები და აქაც "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია ლიდერობს, მას 54,92% აქვს. დანარჩენი კანდიდატების პროცენტები ასეთია:

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."