კახა კალაძე: "არჩევნებში არავინ დამარცხებულა, ამ არჩევნებში გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა"

კახა კალაძე: "არჩევნებში არავინ დამარცხებულა, ამ არჩევნებში გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა"

"საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის დემოკრატიული სამყაროს, ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ გამოცხადებული მხარდაჭერისთვის და მოგილოცოთ ეს დამაჯერებელი გამარჯვება. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, დიდი პატივია ვიყო ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის თბილისის მერი. თქვენი მხრიდან გამოცხადებული მაღალი მხარდაჭერა კი მიორმაგებს პასუხისმგებლობას და მაძლევს სტიმულს თავდაუზოგავად ვიმუშავო ჩვენი ქლაქის თითოეული თბილისელის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევისთვის.

ჩატარებული სამართლიანი და დემოკრატიულიარჩევნებით საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის დემოკრატიული სამყაროს, ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.

მინდა ყველამ იცოდეს, რომ არჩევნებში არავინ დამარცხებულა, ამ არჩევნებში გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, გაიმარჯვა თბილისმა და თითოეულმა თბილისელმა", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."