თიანეთში, თამაზ მეჭიაურმა "ქართული ოცნების" კანდიდატთან 4 ხმით წააგო

 თიანეთში, თამაზ მეჭიაურმა "ქართული ოცნების" კანდიდატთან 4 ხმით წააგო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თიანეთში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა თამაზ მეჭიაურს არჩევნები მოუგო.

ცესკოს ინფორმაციით, თიანეთის 20 უბნიდან 20–ვე დათვლილია.

მონაცემების თანახმად, ამომრჩეველთა ხმების 50,3% - ლელა ქიტესაშვილმა, ხოლო 49,97% თამაზ მეჭიაურმა აიღო. ქიტესაშვილმა 3081 ხმა, ხოლო მეჭიაურმა -3077 ხმა მიიღო.

ამავე მონაცემებით, თიანეთში არჩევნების მეორე ტური გამოირიცხა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."