დავით ნარმანია - მე ვრჩები ჩვენს გუნდში

დავით ნარმანია - მე ვრჩები ჩვენს გუნდში

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ის რჩება გუნდში. ამის შესახებ დავით ნარმანიამ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ სად გააგრძელებს საქმიანობას.

"მნიშვნელოვანია ის, რომ მე ვრჩები ჩვენს გუნდში, მე ვრჩები აქ და შესაბამისად, გადაბარების პროცესი რომ დასრულდება, ამავდროულად იქნება მიღებული გადაწყვეტილება", - განაცხადა ნარმანიამ.

კითხვაზე, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე, დავით ნარმანიას განცხადებით, საზღვარგარეთ - არა.

რაც შეეხება იმას, რომ თბილისის ახალარჩეულმა მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობაში საკადრო ცვლილებები დააანონსა, ნარმანია აღნიშნულს "ბუნებრივს" უწოდებს.

"როდესაც მოდის ახალი ხელმძღვანელი ახალი პროგრამით, ამას მუდმივად თან სდევს გარკვეული ცვლილებები. ვნახოთ, ეს მასზეა დამოკიდებული", - განაცხადა ნარმანიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."