რა ქონებას ფლობენ კახა კალაძის გუნდის სავარაუდო წევრები

რა ქონებას ფლობენ კახა კალაძის გუნდის სავარაუდო წევრები

თბილისის მერიის არჩევნებში ყველა უბნის მონაცემით, პირველ ადგილზე - 51,12 %-ით კახა კალაძე გავიდა.

ასეთია ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემები. არაოფიციალურად უკვე სახელდება რამდენიმე პირი, რომლებიც თბილისის მერიაში, სავარაუდოდ, კალაძის გუნდის წევრები იქნებიან.

არსებული ინფორმაციით, კალაძე მერიაში ირაკლი ხმალაძის, მაია ბითაძის, ლაშა კვანტალიანისა და თემურ ბოლოთაშვილის წაყვანას გეგმავს.

ამასთან, ამ დროისთვის არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული ოთხი პირიდან თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას ირაკლი ხმალაძე დაიკავებს. რომელიც კალაძის ენერგეტიკის მინისტრობისას მისი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. კალაძის გუნდის კიდევ ერთი წევრი მაია ბითაძე კი გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობენ თბილისის მომავალი მერის გუნდის სავარაუდო წევრები.

მიმდინარე წლის 3 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ხმალაძე ფლობს 71 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, რომლის 50%-50%-იანი წილები მას და მის მეუღლეს ეკუთვნით.

რაც შეეხება ხმალაძის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში "თი-ბი-სი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე - 950 ლარი, საკრედიტოზე - 4 000 ლარი, ხოლო "საქართველოს ბანკის" ანაბარზე - 128 000 დოლარი ჰქონდა.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."