მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პარლამენტთან, "კარვების ქალაქში" იცხოვრებს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პარლამენტთან, "კარვების ქალაქში" იცხოვრებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, პარტია "ახალი ძალების" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კიევში, პარლამენტის წინ გაშლილ "კარვების ქალაქში" იცხოვრებს. როგორც "ინტერფაქს-უკრაინა" იუწყება, ამის შესახებ სააკაშვილმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მე გადავწყვიტე, რომ პარლამენტის წინ, მომიტინგეებთან გადავინაცვლებ და "კარვების ქალაქში" ვიცხოვრებ", - განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე მოუწოდა ოპოზიციის ლიდერებს, კერძოდ, ლვოვის მერს, პარტია "სამოპომიჩის" ლიდერს ანდრეი სადოვოის და პარტია "სამოქალაქო პოზიციის" ლიდერს ანატოლი გრიცენკოს, მას შეუერთდნენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."