Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი, ბოლო 1 წლის განმავლობაში, 275 მილიონი დოლარით გაიზარდა

Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი, ბოლო 1 წლის განმავლობაში, 275 მილიონი დოლარით გაიზარდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი ბოლო 1 წლის მონაცემებით, 275 მილიონი დოლარით გაიზარდა.

Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემების თანახმად, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ქონება 5,72 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

გამოცემას მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი ბიზნესმენთან დაკავშირებით, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.

აღნიშნული ინფორმაცია "ბლუმბერგის" სტატისტიკაშია მოყვანილი, სადაც პლანეტის 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაა გამოქვეყნებული. სიაში პირველ ადგილს ბილ გეითსი $87.9 მილიარდი აშშ დოლარით იკავებს, რომელსაც ჯეფ ბეზოსი (83.5 მლრდ), უორენ ბაფეტი (81.2 მლრდ), ამანსიო ორტეგა (77.3 მლრდ) და მარკ ცუკერბერგი (72.4 მლრდ) მოჰყვებიან.

კალაძე - " ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არ გააჩნია, საზღვრებს გარეთ თუ აქვს შემოსავალი, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს"

"ვანო მაჭავარიანმა შეხვედრაზე ჩემს კოლეგებს უთხრა: მამუკა ბახტაძე იყო უტ....ო" - რას პასუხობს ინგა გრიგოლიას ბრალდებას ფინანსთა მინისტრი

"გადაიხადოს გადასახადები "მაესტრომაც" და "იმედმაც"" -  "ტვ პირველის" დირექტორმა ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა