"ქართული ოცნების" წევრებს კახა კალაძე მცხეთაში რესტორანში მასპინძლობს

"ქართული ოცნების" წევრებს კახა კალაძე მცხეთაში რესტორანში მასპინძლობს

"ქართული ოცნების" წევრები თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას მცხეთაში რესტორან "გუჯარში" აღნიშნავენ. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებას არჩეული მერი კახა კალაძე მასპინძლობს, რაც ჟურნალისტთან საუბარში მან თავად დაადასტურა, ამასთან დასძინა, რომ პარტიული ღონისძიების შემდეგ, მედიის მიწვევასაც გეგმავენ ვახშამზე.

ღონისძიება მცხეთაში 2 საათზე მეტია მიმდინარეობს. ჟურნალისტების ინფორმაციით, მას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თუმცა ადრე დატოვა მცხეთა. რესტორანში ასევე მივიდა განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და თბილისის საკრებულოს წევრები.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, საზეიმო ვახშამს არ ესწრება ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია.

იხილეთ ვიდეო მცხეთიდან

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."