მიხეილ სააკაშვილი - სრული სისულელეა, რომ დღე-დღეზე დამაპატიმრებენ

მიხეილ სააკაშვილი - სრული სისულელეა, რომ დღე-დღეზე დამაპატიმრებენ

სრული სისულელეა, რომ დღე- დღეზე დამაპატიმრებენ, რადგან ამის არც რესურსი აქვთ, არც ძალა, არც თავი აქვთ და არც შემსრულებლები ჰყავთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა "რუსთავი2"-თან საუბრისას აღნიშნა, უკრაინაში მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებაა, რაც ქვეყნის ხელისუფლების ჩამოშლის წინაპირობაა.

"სრული სისულელეა, რომ დღე-დღეზე დამაპატიმრევენ, რადგან ამის არც რესურსი აქვთ, არც ძალა, არც თავი აქვთ და არც შემსრულებლები ჰყავთ. უკრაინაში აქტიურად მიმდინარეობს ხელისუფლების ბოლომდე ჩამოშლის პროცესი. რეალურად აქ შევარდნაძის ეპოქაა, რადგან პრაქტიკულად ყველა უწყება თავისთვის არის. დღეს პრეზიდენტმა და შს მინისტრმა "დააყარეს" უკვე ბოლომდე ერთმანეთს. შს მინისტრის შვილი დაკავეს, სრულიად სამართიანად. იმ საქმეებზე პირველად ჩვენ დავიწყეთ საუბარი ორი წლის წინ. უკრაინაში მთლიანად მოშლილია ყველაფერი, გუშინ მოკლეს ჩეჩენი გმირი.

როდესაც უკრაინის უშიშროება დაკავებულია ჩემით და ჩვენი მომხრეებით, მთლიანად გაუშვეს ხელი უსაფრთხოებაზე, მოსახლეობა ცუდ განწყობაზეა, ხელისუფლების რეიტინგი ჩამოვარდნილია 10%-ზე ქვემოთ... იმაზე არ უნდა ვითვალოთ დღეები, მე როდის დამიჭერენ ან მომიტაცებენ, არამედ იმაზე, თუ როდის ჩამოიშლებიან და ესენი ჩამოიშლებიან მალე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის აზრით, მის ექსტრადირებას სამართლებრივი პროცედურების დაცვით უკრაინის ხელისუფლება ვერ გაუძლებს და ერთადერთი შანსი მისი "მოტაცება" და ამ გზით ქართული მხარისთვის გადაცემა რჩება. ამასთან, ეს სცენარი, სააკაშვილის თქმით, როგორც პეტრო პოროშენკოს, ისე ივანიშვილის ძალაუფლების დასრულებას დააჩქარებს.

"მართალია, მანევრები გააკეთეს - ჩვენი სამი ბიჭი მოიტაცეს და გამოყარეს სპეცრეისით, სრულიად უპრეცედენტო შემთხვევაა. აქ მუდმივ პრობლემებს ქმნიან, ეს ამათი სტილია. პრინციპში - ყველაფერზე ხელის მომწერნი, თუ ამის თავი ექნათ, უბრალოდ თავი არა აქვთ. მხდალი და შეშინებული ადამიანი საშიშია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუ ივანიშვილთან მოლაპარაკებებით წაუცდათ ხელი (ღმერთი არ გაუწყრეთ) ჩემს მოტაცებაზე, თორემ ჩვეულებრივი პროცედურებით მე ეგენი ვერ გადმომცემენ. მომათავსონ რაღაც საპატიმროში და ექსტრადირება მოახდინონ, სისულელეა. ამას ვერც პოლიტიკურად და ვერც სამართლებრივად ისინი ვერ გაუძლებენ. ერთადერთი გზაა, რომ მტაცონ ხელი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ხალხი დამყვება და ჩამტენონ თვითმფრინავში, მაგრამ ამას მოჰყვება ჯერ ერთი უკრაინის მთავრობის და პრეზიდენტის დამხობა და მეორე, ძალიან დააჩქარებს ეს ივანიშვილის მოქისტვას საქართველოდან. მე საქართველოში არ ვაპირებ წყნარად ჯდომას საკანში და იქიდან ლუღლუღს, აქტიურად ბრძოლას ვაპირებ, თუკი ეს მოხდა და ეს ბრძოლა იქნება ოლიგარქების წინააღმდეგ. ნამდვილად არ ვაპირებ, საქართველოს ოლიგარქს ვუყურო რომელიმე საკნიდან, სარკმლიდან, ვაპირებ აქტიურად ვიბრძლო და ამისკენაც მოვმართავთ ჩვენ ყველა მომხრეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."