მიხელ სააკაშვილი - ოლიგარქები არიან ფაროსანები, რომლებიც დადიან და შიგნიდან ანადგურებენ, სპობენ ქვეყნის შიდა იმუნიტეტს

მიხელ სააკაშვილი - ოლიგარქები არიან ფაროსანები, რომლებიც დადიან და შიგნიდან ანადგურებენ, სპობენ ქვეყნის შიდა იმუნიტეტს

ვერ ვნახულობ ჩემს საყვარელ თბილისს, რადგან მართლა ფაროსნები მოასხდნენ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა "რუსთავი2"-თან საუბრისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, უკრაინაში მისი თანამოაზრეები მაქსიმალურად ახდენენ შიდა და გარე ძალების მობილიზებას, რაც პოროშენკოს მმართველობის დასასრულს აახლოებს.

"გვაქვს უნარი საერთაშორისო ძალების მობილიზების, უკრაინის შიგნით მობილიზაციის. ფაქტია, რომ ოპოზიციამ, მიუხედავად სიძნელისა, დაიწყო საუბარი ერთმანეთთან და ჩემი ამოცანაა ვიყო მათი დამრიგებელი, მრჩეველი, მწვრთნელი, მე არ მივისწრაფი კაბინეტებისკენ უკრაინაში. ოლიგარქები არიან ფაროსანები, რომლებიც დადიან და შიგნიდან ანადგურებენ, სპობენ ქვეყნის შიდა იმუნიტეტს.

ვერ ვნახულობ ჩემს საყვარელ თბილისს, რადგან მართლა ფაროსნები მოასხდნენ, ამიტომ აქ მაქვს ბევრი საქმე დასამთავრებელი და ამ ხალხს ამას გავუკეთებ, რადგან მე მათი ნაწილიც ვარ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."