კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:14 / 01-11-2017
როგორ გამოიყურებოდნენ ესტონეთის პრეზიდენტი და საქართველოს პირველი ლედი ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ საზეიმო სადილზე
ესტონეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის გეორგ-რენე მაქსიმოვსკის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის მაკა ჩიჩუას სახელით პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო სადილი გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებმა სახელმწიფო სადილზე ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და ესტონელ და ქართველ ხალხს კეთილდღეობა და წარმატება უსურვეს.



"ქართველ და ესტონელ ხალხს თანამშრომლობისა და მეგობრობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებთ.
ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 60-იან წლებში, ესტონელები საქართველოში, კერძოდ კი აფხაზეთში დასახლდნენ. ასე შეიქმნა სოფელი "ესტონკა", სადაც ჩვენი ხალხები ერთად ცხოვრობდნენ და რომელიც ერთ-ერთ ულამაზეს
სოფლად ითვლებოდა აფხაზეთში.
სამწუხაროდ, დღეს ეს დასახლება, ისევე როგორც დანარჩენი აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.



სამშობლოსათვის თავგანწირვა კარგადაა ნაცნობი ჩვენი ხალხებისათვის. ისტორიის მანძილზე ჩვენ მუდმივად გვიწევს ბრძოლა საკუთარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის.
ჩვენ ურთულესი გზა განვვლეთ და დღეს ურთიერთთანადგომით ვაძლიერებთ ერთმანეთს.
კარგად მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, რომელიც ზუსტად ასახავდა ჩვენი ხალხების სოლიდარობასა და ღირებულებით თანხვედრას. მსურს მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ქვეყნის მტკიცე თანადგომისა და პირადად თქვენს მიერ გაჟღერებული არაერთი მხარდამჭერი განცხადებისათვის.
ამავდროულად, მსურს კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ ჩვენს თანადგომაში თქვენი მშვენიერი ქვეყნისა და ხალხისადმი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.



თავის მხრივ, ესტონეთის პრეზიდენტმა ხალხებს შორის მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა და
განაცხადა, რომ ეს ქვეყნებს შორის მტკიცე ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს.

"რამდენიმე დღის წინ ზაზა ურუშაძისა და ივო ფელტის ფილმის "აღსარება" პრემიერას დავესწარი. ეს ფილმი, ისევე როგორც მისი წინა ნამუშევარი "მანდარინები" და ანა ურუშაძის "საშიში დედა" ჩვენი ხალხების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.



ერთობლივი მუშაობა იმ შემთხვევაშია წარმატებული, თუ ის დაფუძნებულია ღია კომუნიკაციასა და ურთიერთგაგებაზე. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფებმა შესანიშნავი სამუშაო ჩაატარეს, რაც წარმოადგენს ჩვენი აზროვნების თანხვედრის ასახვას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა მსგავსი ბრწყინვალე და უაღრესად ღირებული ნამუშევრის შექმნა.



ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს და ამასთანავე შეგვწევს უნარი მოვუსმინოთ ერთმანეთს. ამგვარად, დისტანციის მიუხედავად, საქართველოსა და ესტონეთს შორის სულიერი სიახლოვე მით უფრო მჭიდროა ვიდრე წარმოვიდგენდით", - განაცხადა კერსტი კალიულაიდიმ.

ნახეთ ასევე: როგორ გამოიყურებოდა ესტონეთის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონიაზე ორსული მაკა ჩიჩუა (ფოტო)
ტეგები:
16:51 / 08-11-2017
ბესო
0
ჩვენი მაკა ბევრად ჯობია, სად ის და სად ჩვენ.
16:15 / 01-11-2017
დათო
1
მაქსიმოვსკი კი არა მაქსიმოვაა ანუ რუსი, პრიბალტიკები ყველაფერზე მიდიან, ჩვენ კი მაჰმადიან ქართველებს ქრისტიანობას ვერ უბრუნებთ ვიღაცეების შიშით.
მსგავსი სიახლეები
+PHOTO ესტონეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა
+PHOTO პირველი ლედი დაახლოებით სამი თვის ფეხმძიმეა
"მე ვმეგობრობ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ფართო სპექტრთან, არა მარტო ეტლიანებთან"
პირველი ლედი დაახლოებით სამი თვის ფეხმძიმეა
"ისეთი სისასტიკით წერენ, რომ ღირსია ასეთი შედეგის... არავინაა დაცული იმისგან, რომ მის შვილს, არ დაემართოს"
+PHOTO ერთ-ერთი ფოტო გადასაღები მოედნიდან არის, სადაც მაკა დადა დადიანთან ერთადაა გადაღებული
პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ისრაელის პირველ ლედის ნეჩამა რივლინს უმასპინძლა
22 ნოემბერს ქართული ბომონდი ლელა წურწუმიას კონცერტზე შეიკრიბა
მაკა ჩიჩუა თბილისში, ერთ-ერთი გამორჩეული გოგონა იყო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
10:00 / 21-11-2017  Image ევროპა, ამერიკა და რუსეთი წინასაახალხწლოდ აეროპორტების გაძლიერებულ დაცვას შეუდგნენ
"როსავიაციის" უფროსის თქმით, - "აეროპორტის ყველა თანამმშრომელი ფხიზელი უნდა იყოს"
22:02 / 20-11-2017  Image "თავში ჩამარტყეს ბლაგვი საგანი, ასევე მომაყენეს დანით ჭრილობა" - "ჩცდ"-ის მსახიობზე თავდასხმას შსს იძიებს
+VIDEO| "შაგუს ძმაკაციო თუ რაღაც მომესმა...
18:01 / 20-11-2017  Image რას ყვებიან მეზობლები ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
+VIDEO: გარდაცვლილს ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია
18:31 / 20-11-2017  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად
15:40 / 20-11-2017  Image რუსეთში ქმარს ცოლი 6 წლის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა და აწამებდა

რინატ ბალიანოვს პარტნიორის  ცემა, წამება და ცოლის თავისუფლების რამდენიმეწლიანი აღკვეთა ბრალდება

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49