კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:09 / 03-11-2017
მასშტაბური პროექტები, რომლებიც კახა კალაძემ მერობის 4 წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს
ძნელი სათქმელია, რა გამოარჩევდა კახა კალაძის საარჩევნო პროგრამას მისი წინამორბედის ან თუნდაც სხვა კანდიდატების პროგრამისგან, მაგრამ თბილისელი ამომრჩევლის 51.13%-მა მანდატის მინიჭება სწორედ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრისთვის გადაწყვიტა.

ქართული საზოგადოება პირველი წელი არ არის რაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობს და ქალაქისთვის შესაფერ მმართველს ირჩევს, არც პირველი წელია რაც დაპირებებს - ქალაქის იერსახის გაუმჯობესების, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების თუ საცობებისგან განმუხტვის შესახებ, სხვადასხვა ფორმულირებით ისმენს.

იქამდე, სანამ კახა კალაძე თბილისის მერის მოვალეობის შესრულებას შეუდგება, AMBEBI.GE-მ გადაწყვიტა ქალაქის არჩეული მერის საარჩევნო პროგრამიდან ის 7 ძირითადი მიმართულება
ამოერჩია, რომელიც მომავალი 4 წლის განმავლობაში უნდა შესრულდეს.

პირველი რაზეც კახა კალაძემ როგორც მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა, ქალაქის ურბანული განვითარება იყო, ჩვენი სიაც სწორედ აქედან დავიწყოთ. კალაძის პროგრამაში ვკთხულობთ:

1. აქტიურად გაგრძელდება თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის სამუშაოები. ერთიანი გეგმის შესაბამისად, განხორციელდება ავარიული და ძველი შენობების რეაბილიტაცია.

უახლოესი 4 წლის მანძილზე განხორციელდება შემდეგი ქუჩების რეაბილიტაცია: ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების, მშრალი ხიდის, 9 მარტის და დედაენის ბაღის, გუდიაშვილის მოედნის, ქვემო კალას, კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩის, ზემო კალას, ფიროსმანის, კარგარეთელისა და კონსტიტუციის ქუჩების, სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების. აგრეთვე აღმაშენებლის გამზირის გასწვრივ არსებული ისტორიული ბაღების კომპლექსის აღდგენა და ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე საფეხმავლო-სამუზეუმო მარშრუტის განვითარება.

2. განხორციელდება პროექტები, რათა თბილისის საზღვრებში შემავალი ყველა უბანი და სოფელი უზრუნველყოფილი იყოს ხარისხიანი ენერგომომარაგებით, წყალმომარაგებითა და გაზმომარაგებით.

ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად გეგმების დასახვისას, კალაძის გუნდმა განსაკუთრებული ყურადღება საზოგადოებრივი ტრანპორტის პოპულარიზაციას, ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის წილის გაზრდასა და უკვე არსებული დაავადებული ტყეების განახლებაზე გაამახვილა:

3. გაიზრდება ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლი ქალაქის ცხოვრებაში. მუნიციპალური ავტოპარკი ეტაპობრივად სრულად ჩანაცვლდება ელექტროტრანსპორტითა და ჰიბრიდული ტრანსპორტით. ქალაქს მოემსახურება 700-ზე მეტი ერთეული თანამედროვე ტიპის 8-10-მეტრიანი ავტობუსი.

4. მომდევნო 4 წლის განმავლობაში, განხორციელდება მეტროს მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტი, რაც გულისხმობს კაბელების, ესკალატორების, ვენტილაციის სისტემების, ტრანსფორმატორების, გვირაბების, ლიანდაგების, სადრენაჟო სისტემების, წყლის ტუმბოების, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების სრულად განახლებას და მოძრავი შემადგენლობების მოდერნიზებას.

განახლდება 23 მეტროსადგური ერთიანი კონცეფციითა და ბრენდინგით. დაიწყება მეტროს ახალი მიწისქვეშა და მიწისზედა ხაზების პროექტირება, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, შეისწავლება სამგორი-აეროპორტისა და დიდუბე-დიდი დიღმის ხაზების შექმნის შესაძლებლობა.

5. სრულად განახლდება ავტობუსის გაჩერებები და მოხდება მათი ადაპტირება შშმ პირების საჭიროებებთან, დამონტაჟდება 500 ახალი გაჩერება. ავტობუსის გაჩერებებზე დამონტაჟდება ახალი ინტერაქტიული მონიტორები. დასრულდება რუსთაველი-მთაწმინდის და მაღლივი-ბაგების საბაგიროების მშენებლობა, აგრეთვე დაპროექტდება და აშენდება სამგორი-ვაზისუბნისა და ახმეტელის თეატრი-ზღვისუბნის დასახლების საბაგირო ხაზები.

6. განახლდება ვაკის, რიყის, გოძიაშვილის, კიკვიძის და ვარკეთილის პარკები, ვერის, ალექსანდრე-9 აპრილის ბაღები და დიღმის ტყე-პარკი. გამწვანდება ვაჟაფშაველას, ჭავჭავაძისა და მოსკოვის გამზირები და აეროპორტის გზა. ძველი თბილისის ტერიტორიაზე შეიქმნება საფეხმავლო რეკრეაციული ზონები. თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მოეწყობა თბილისის ახალი ზოოპარკი და განახლდება თბილისის დენდროლოგიური პარკი. განახლდება მზიურის პარკი, რომელსაც შეუერთდება ძველი ზოოპარკის ტერიტორია. ქალაქში მდებარე გაზონები და ღია მიწის გრუნტი დაიფარება ბალახით. გამგეობები, მოსახლეობის ჩართულობით, უზრუნველყოფენ სახლის ეზოების გამწვანებას.

7. რაც შეეხება ქალაქის ქუჩების განტვირთვას, კახა კალაძე რამდენიმე ახალი ხიდისა და ესტაკადის მშენებლობას გეგმავს, უფრო კონკრეტულად:
  • მტკვარზე აშენდება ახალი სახიდე გადასასვლელი, რომელიც ერთმანეთს დააკავშირებს გელოვანის გამზირსა და სამტრედიის ქუჩას
  • მოეწყობა გელოვანის გამზირისა და ინტენსიფიკაციის დამაკავშირებელი ორკილომეტრიანი, სამზოლიანი საავტომობილო გზა;
  • აშენდება ვაშლიჯვრის დასახლებიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელი ესტაკადა;
  • უნივერსიტეტი-თამარაშვილის კვანძის განსატვირთად, მდინარე ვერეზე აშენდება უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდი, აგრეთვე აშენდება ესტაკადა უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე;
  • აშენდება სატრანსპორტო პანდუსი გალაკტიონის ხიდის მარცხენა სანაპიროზე;
  • მოეწყობა კვანძი ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე;
  • აშენდება ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზა და გვირაბი;
  • აშენდება ნაფეტვრები-ახალდაბის ახალი გზა;
  • მოეწყობა კვანძი ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების გადაკვეთაზე;
ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომლის შესრულებასაც კახა კალაძე თბილისელებს პირდება. ახალი მერი მოვალეობის შესრულებას ნოემბრის შუა რიცხვებიდან შეუდგება, ეს სტატია კი თქვენთვის - ქალაქის მოსახლეობისთვის და ჩვენთვის - მედიისთვის, ერთგვარი სანიშნე იქნება, რომლითაც ქალაქის პირველ პირს დაპირებების შესრულებას შევახსენებთ და მოვთხოვთ.

სალომე აბულაშვილი
AMBEBI.GE
11:46 / 18-11-2017
mtieli
0
ეგ პროექტები, ათ წელზე მეტია, დაწერილია და ნელ ნელ სრულდება. ასე გაგრძელდება ეხლაც. ახალი და გასაოცარი აქ არაფერია
18:22 / 17-11-2017
zaali
1
მე მჯერა, თქვენ!!!!!!!!!!!!!
მსგავსი სიახლეები
არჩეულმა მერმა, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა
"მასზე განცხადებებს ვისმენთ მათგან, ვისაც ხელები სისხლში ჰქონდა გასვრილი"
კახა კალაძემ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა
თბილისის მერის მიერ წარდგენილი კანდიდატურები საკრებულოს გადაეგზავნება
"მე მგონია, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული და მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილებას"
წარდგენა თბილისის მერიაში 15:00 საათზეა ჩანიშნული
კახა კალაძე თბილისის მერიაში 08:30 საათზე მივიდა
+VIDEO: კალაძის განცხადებით მერია "სითი პარკის" წინააღმდეგ დავას სასამართლოში აპირებს
"კეთილი ინებოს კომპანიამაც და მისმა ხელმძღვანელობამაც და ის რეგულაციები, რაც არის, აღასრულოს"
"დღესვე დავიწყოთ სამუშაოების შესრულება, მორეცხვა, ელექტროგაყვანილობა, განათება, იმიტომ რომ არაფერი არ არსებობს"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
10:00 / 21-11-2017  Image ევროპა, ამერიკა და რუსეთი წინასაახალხწლოდ აეროპორტების გაძლიერებულ დაცვას შეუდგნენ
"როსავიაციის" უფროსის თქმით, - "აეროპორტის ყველა თანამმშრომელი ფხიზელი უნდა იყოს"
22:02 / 20-11-2017  Image "თავში ჩამარტყეს ბლაგვი საგანი, ასევე მომაყენეს დანით ჭრილობა" - "ჩცდ"-ის მსახიობზე თავდასხმას შსს იძიებს
+VIDEO| "შაგუს ძმაკაციო თუ რაღაც მომესმა...
18:01 / 20-11-2017  Image რას ყვებიან მეზობლები ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
+VIDEO: გარდაცვლილს ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია
18:31 / 20-11-2017  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად
15:40 / 20-11-2017  Image რუსეთში ქმარს ცოლი 6 წლის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა და აწამებდა

რინატ ბალიანოვს პარტნიორის  ცემა, წამება და ცოლის თავისუფლების რამდენიმეწლიანი აღკვეთა ბრალდება

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49