როგორ შეიცვალა ზაქარია ქუცნაშვილის ქონება 2012-2017 წლებში

როგორ შეიცვალა ზაქარია ქუცნაშვილის ქონება 2012-2017 წლებში

2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური გახდა. თუმცა, მერის არჩევნები თიანეთში "ქართული ოცნების" ყოფილ და მოქმედ წევრებს თამაზ მეჭიაურსა და ზაქარია ქუცნაშვილს შორის დაპირისპირების და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.

მეჭიაური არჩევნებების გაყალბების მცდელობასა და ამაში ქუცნაშვილის ბრალელობაზე საუბრობდა. ამასთან, ყოფილ თანაგუნდელის გარკვეულ ბიზნესინტერესებსა და "დატაცებულ მიწის ნაკვეთებზე" საუბრობდა. თავის მხრივ ქუცნაშვილმა აღნიშნულ ბრალდებებზე საპასუხოდ განაცხადა, რომ 5 წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან თიანეთის რაიონში მხოლოდ 136 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი აქვს ნაყიდი.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, როგორ შეიცვალა ზაქარია ქუცნაშვილის ქონებრივი მდგომარეობა

2012 წლიდან დღემდე.

2017 წლის 30 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ქუცნაშვილი ფლობს 59,90 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში; 89 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ სახლს; სიონში მდებარე 941 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 33%-ს; ხევსურთსოფელში მდებარე 602 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთის 70%-ს; იმავე მისამართზე მდებარე 345,92 კვადრატული მეტრის არასაცხოვრებელი ფართის 70%-ს; ზარიძეებში მდებარე 136 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთსა და 36,70 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ სახლს. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Toyota Land Cruzer Prado.

ამასთან, მისმა შემოსავალმა პარლამენტის წევრის თანამდებობაზე გასულ წელს ანაზღაურებამ 55 485 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ზაქარია ქუცნაშვილს "თი-ბი-სი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 3 000 ლარი; "ლიბერთი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე - 450 ლარი; "თი-ბი-სი ბანკის" დეპოზიტზე 59 000 დოლარი; ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით - 500 ლარი ჰქონდა.

განაგრძეთ კითხვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები