ოთარ კახიძე გოგა ონიანზე : ”ჩვენ გვყავს მორიგი პოლიტიკური პატიმარი”

ოთარ კახიძე გოგა ონიანზე : ”ჩვენ გვყავს მორიგი პოლიტიკური პატიმარი”

"ევროპული საქართველო" ადვოკატ გოგა ონიანს, რომელსაც დღეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს.

როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მტკიცებულებების თვალსაზრისით ეს საქმე უსუსტესია.

მისივე თქმით, ამ საქმის მოსარჩელე არის ბერა ივანიშვილის ახლობელი და ამით ხელისუფლება აკეთებს იმის დემონსტრირებას, რომ ვინც ივანიშვილს და მის ახლობლებს დაუპირისპირდება, სამაგალითოდ დაისჯება.

ოთარ კახიძის თქმით, "ევროპული საქართველო" მიმართავს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ გაიზარდოს წნეხი ხელისუფლებაზე და გოგა ონიანი პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

"ხელისუფლებაში ყოფნის ხუთწლისთავზე ივანიშვილი კვლავ განაგრძობს პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებას და შურისძიებას. ამჯერად მათი სამიზნე გახდა ადვოკატი და პოლიტიკოსი გოგა ონიანი, რომელიც "ამხილეს" წლების წინ ვითომდა ნარკოტიკების ჩადების ფაქტზე. ამდენი წლის განმავლობაში "ჩადების" ამდენ გახმაურებულ საქმეზე მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტის საქმე გამოარჩიეს. საქმის მიხედვით, ონიანის თანამზრახველ პოლიციელებს ბრალი არ წაუყენეს, განრიდება გაუკეთეს და სისტემაში დატოვეს, რითაც ე. წ. სამართლის შერჩევითობა ყველასთვის თვალნათელია. ამასთან, საქმის მთავარი მოწმე ღიად საუბრობდა, რომ მასზე ახორციელებდა პროკურატურა ზეწოლას. ეს საქმე მტკიცებულებების თვალსაზრისით არის უსუსტესი, მთავარი, რატომაც ხელისუფლება წავიდა ამდენ უკანონობასა და მორიგ პოლიტიკურ დევნაზე, არის ის, რომ საჩივრის ავტორი არის ბერა ივანიშვილის ახლობელი. ამით ხელისუფლება აკეთებს იმის დემონსტრირებას, რომ ვინც ივანიშვილს და მის ახლობლებს დაუპირისპირდება, სამაგალითოდ დაისჯება. ჩვენ გვყავს მორიგი პოლიტიკური პატიმარი და "ევროპული საქართველო" ყველაფერს გააკეთებს მის გასათავისუფლებლად", - განაცხადა კახიძემ.

ადვოკატი გიორგი ონიანი მოსამართლის გადაწყვეტილებით, დღეს, სასამართლო დარბაზში დააკავეს. ონიანს, რომელიც სასამართლომ ოთხივე წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნო, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"პაციენტების ნაწილი კლინიკიდან გაწერის შემდეგ, კოვიდ-19-ის შემდგომი გართულებების გამო, საავადმყოფოებს განმეორებით საქართველოშიც მიმართავს" - გამყრელიძე

"ნავალნი არის ჩვეულებრივი რუსი ნაციონალისტი" - თორნიკე შარაშენიძე