”ონიანის დაკავება უტვინო გადაწყვეტილებაა, მელიას პრუტუნი კი არის დაბოღმილი ბრიყვის ღაღადი”-უგულავა

”ონიანის დაკავება უტვინო გადაწყვეტილებაა, მელიას პრუტუნი კი არის დაბოღმილი ბრიყვის ღაღადი”-უგულავა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ადვოკატ გოგა ონიანის დაკავებას "უსამართლოდ" და "დაუსაბუთებლად" მიიჩნევს.

როგორც უგულავა სოციალურ ქსელში წერს, ამავდროულად ეს არის "ყოვლად უტვინო გადაწყვეტილება".

"გოგა ონიანის დაპატიმრება არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და ყოვლად უტვინო გადაწყვეტილება - წერტილი. გოგას "კმარას" დროიდან ვიცნობ და ვიცი გაუძლებს. სოლიდარობა მას და მის ოჯახს", - წერს უგულავა.

უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებასაც ეხმაურება და მას "პრუტუნს" უწოდებს.

"მელიას პრუტუნი არის დაბოღმილი ბრიყვის ღაღადი და ყველას მინდა გთხოვოთ ასეთ დროს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. თუ რამე აწყობს ასეთ ვითარებაში ივანიშვილის რეჟიმს, სწორედ ესაა - პოლიტიკური დევნა შიდაოპოზიციურ "რაზბორკაში" გადაიტანოს. ამიტომ არ აყვეთ!

პ.ს. ეს სუბიექტი ჯგუშიას მაგონებს. იყო ასეთი პოლიტიკოსი შევარდნაძის ეპოქაში. იმდენი ქნა ბოლოში თავისიან სხვისიანათ მას უბრახუნებდა", - აღნიშნავს უგულავა.

როგორც ცნობილია, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ადვოკატ გოგა ონიანს დღეს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ამასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: "გოგა ონიანი რომ გადასულიყო "ევროპულ საქართველოში", ის დღეს დაკავებული არ იქნებოდა".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."