გოგა ონიანი რომ გადასულიყო ”ევროპულ საქართველოში”,ის დღეს დაკავებული არ იქნებოდა - მელია

გოგა ონიანი რომ გადასულიყო ”ევროპულ საქართველოში”,ის დღეს დაკავებული არ იქნებოდა - მელია

გოგა ონიანი რომ გადასულიყო "ევროპულ საქართველოში", პირდაპირ გეუბნებით, ის დღეს თავისუფალი იქნებოდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გოგა ონიანის მიმართ გამოტანილი განაჩენის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ხელისუფლება ციხიდან უშვებს მათ, ვინც აწყობს, უქმნის პოლიტიკურ პარტიას და არქმევს ვითომ ოპოზიციას, რეალურ ოპონენტებს კი ციხეში უშვებს.

როგორც მელიამ აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობა" მიუხედავად ყველაფრისა, არ დანებდა და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს.

"ვინც გაწყობთ, მათ ციხიდან უშვებთ, უქმნით რაღაც ოპოზიციურ პარტიებს, არქმევთ ოპოზიციონერებს და ვინც რეალური პოლიტიკური ოპონენტია მათ აკავებთ. ასე იყო უკანასკნელი წლების განმავლობაში და ასე აპირებთ, როგორც ჩანს, გაგრძელებას, ვიდრე მართვის სადავეებთან ხართ. გოგა ონიანი დღეს დააკავეს იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი. ონიანი რომ ყოფილიყო კვაზი ოპოზიციური პარტიის წევრი, პირდაპირ გეუბნებით, რომ გადასულიყო "ევროპულ საქართველოში", ის დღეს დაკავებული არ იქნებოდა. გოგა ონიანი რომ ყოფილიყო გიგი უგულავას, დათო კეზერაშვილის, გიგა ბოკერიას თანამებრძოლი, რომლებიც გამოვლენ ახლა და იტყვიან რომ თურმე როგორ წუხან ამ ამბის გამო, დღეს დაკავებული არ იქნებოდა", - განაცხადა ნიკა მელიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."