ცვლილებები მთავრობაში: რომელ მინისტრებს ვეღარ ვიხილავთ პოსტზე

ცვლილებები მთავრობაში: რომელ მინისტრებს ვეღარ ვიხილავთ პოსტზე

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობის შემადდგენლობაში ცვლილებები იგეგმება. წინასწარი ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტს შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრები ტოვებენ. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი, გიორგი მღებრიშვილისა და ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

გარდა ამისა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია მთავრობაში ორი სამინისტროს, კერძოდ კი, კულტურისა და სპორტის უწყებების გაერთიანების საკითხი. სავარაუდოდ, გაერთიანებულ სამინისტროს არც კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და არც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი არ უხელმძღვანელებს. ამასთან, ამ ეტაპზე უცნობია, მოხდება თუ არა მათი სხვა პოზიციაზე გადაყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ განცხადება მომავალ კვირას გაკეთდება.

ასევე წაიკითხეთ: არსებული ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილი და გიორგი გახარია ახალ სამინისტროებს ჩაიბარებენ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."