საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მისი თქმით, გარკვეული დეტალები ზუსტდება და ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ხვალ პრემიერი ისაუბრებს.
"ამ საკითხებთან დაკავშირებით ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსჯელობა. ხვალ პრემიერ-მინისტრი ცვლილებებთან დაკავშირებით კონკრეტულ განცხადებას გააკეთებს. ამ ეტაპზე სხვა კომენტარისგან, ალბათ, თავი უნდა შევიკავოთ. პარტიის ხელმძღვანელობასთან არის კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. პარტიის ხელმძღვანელობა მსჯელობს გარკვეულ საკითხებზე. კონკრეტული დეტალების დაზუსტება ამ ეტაპზე არ შემიძლია. დავუტოვოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარტიის ლიდერს იმის უფლება, რომ ხვალ თავად გააკეთოს განცხადება", - განაცხადა მდინარაძემ.
არსებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ კონსულტაციები "ქართული ოცნების" ოფისში გაგრძელდება.
იხილეთ ვიდეო