კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:08 / 12-11-2017
მოკლედ: რომელი მინისტრები ტოვებენ კაბინეტს და რომელი სამინისტროები უქმდება
მთავრობაში დაგეგმილი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მინისტრთა კაბინეტს რამდენიმე მინისტრი დაემშვიდობება.

უფრო კონკრეტულად, არსებული ინფორმაციით, მინისტრის პორტფელს დატოვებს:

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი, რომელიც მთავრობის მიერ დაანონსებული, ახალი საგამოძიებო სტრუქტურის ხელმძღვანელად სახელდება, ასევე ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ასევე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.

ამასთან, რამდენიმე უწყება, სავარაუდოდ, გაერთიანდება. კერძოდ, დაგეგმილია ეკონომიკისა და ენერგეტიკის, კულტურისა და სპორტის, სასჯელაღსრულებისა
და იუსტიციის, ასევე გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების შერწყმა. ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კი უქმდება და აღნიშნული მიმართულება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანდება.

თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ რამდენიმე მათგანმა შესაძლოა მუშაობა კვლავ აღმასრულებელ ხელისუფლებაში განაგრძოს და მათ იმ მიმართულებებს გაუწიონ კურირება, რომელთა სამინისტროების ხელმძღვანელებიც იყვნენ და რომლებიც ამჯერად სხვა უწყებებთან ერთიანდება.

აღსანიშნავია, რომ არსებული ინფორმაციით, გაერთიანების შემდეგ ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაიბარებს, კულტურისა და სპორტის გაერთიანებულ უწყებას - კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროს - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს გაერთიანებულ უწყებას კი, კვლავ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

არსებული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დიმიტრი ქუმსიშვილის შემცვლელად "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელის, მამუკა ბახტაძისა და ქუმსიშვილის პირველი მოადგილის, გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურები განიხილება. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღნიშნულ ძალოვან უწყებას სავარაუდოდ ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ჩაიბარებს.

განახლება: დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ორი სამთავრობო უწყება - სასჯელაღსრულების სამინისტრო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფუნქციონირებას არსებული სახით გააგრძელებს და ცვლილებები ამ ეტაპზე არ შეეხება. ამის შესახებ მთავრობაში გამართული კონსულტაციებისას შეთანხმდნენ. შესაბამისად პოსტებს ინარჩუნებენ მინისტრები - კახა კახიშვილი და ვიქტორ დოლიძე.

"ინტერპრესნიუსი"
13:40 / 13-11-2017
ლია
1
აქ გამოთქმულ ყველა აზრს კახი კახიშვილის შესახებ ვეთანხმები და მის კლონირებასაც იმდენმინისტრად და პარლამენტის წევრად რამდენი მინისტრი და პარლამენტარიც გვყავს.
12:49 / 13-11-2017
.
0
ჯეჯელავას დავტოვებდი მინისტრად!
რას უწუნებთ? ვაშლების ბავშვებისთვის დარიგებას, თუ კისრის სიგრძეს??
მსგავსი სიახლეები
სამთავრობო ცვლილებების შესახებ შესაბამისი განკარგულებები მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული
ბახტაძე ის ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირებს შორის, ვინც ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებს საქართველოში
რეფორმირებულ უწყებას გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ცვლილებების შედეგად რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდება
+VIDEO: მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში მოლაპარაკებები მიმდინარეობს
დაგეგმილია ასევე, კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანებაც
პრემიერი და მინისტრები ფოტო და ვიდეოზე იღებდნენ სანახაობას
"თუ გიორგი კვირიკაშვილს რაიმე აქვს გადაწყვეტილი, შეგიძლიათ შესაბამისი კითხვა მას დაუსვათ"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:02 / 20-11-2017  Image "თავში ჩამარტყეს ბლაგვი საგანი, ასევე მომაყენეს დანით ჭრილობა" - "ჩცდ"-ის მსახიობზე თავდასხმას შსს იძიებს
+VIDEO| "შაგუს ძმაკაციო თუ რაღაც მომესმა...
18:01 / 20-11-2017  Image რას ყვებიან მეზობლები ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
+VIDEO: გარდაცვლილს ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია
18:31 / 20-11-2017  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად
09:36 / 20-11-2017  Image სენსაციური აქცია Jeep Grand Cherokee – 99’000 ლარად !+ ყველაფერი უფასოდ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე!
Jeep -ის ცენტრში ნამდვილი Jeep -ის შეძენისას ავტომობილის მომსახურებას მიიღებთ აბსოლუტურად უფასოდ სრულ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე
15:40 / 20-11-2017  Image რუსეთში ქმარს ცოლი 6 წლის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა და აწამებდა

რინატ ბალიანოვს პარტნიორის  ცემა, წამება და ცოლის თავისუფლების რამდენიმეწლიანი აღკვეთა ბრალდება

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49