არჩევნების მეორე ტურში 6 საარჩევნო ოლქიდან 5-ში "ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს

არჩევნების მეორე ტურში 6 საარჩევნო ოლქიდან 5-ში "ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურში 6 საარჩევნო ოლქიდან 5-ში "ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ინფორმაციით, ქუთაისში, მარტვილში, ოზურგეთში, ხაშურში, ბორჯომსა და ყაზბეგში არსებული 317 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 270 უბნის შედეგი.

თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურში ქუთაისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც მეორე ტურში არ მონაწილეობდა, თუმცა კანონის თანახმად, ბიულეტენში მისი გვარი მაინც ფიგურირებდა, ხმათა 13,36% მიიღო, "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ კი - 86,64%.

რაც შეეხება თვითმმართველ თემებს, ყაზბეგის საარჩევნო ოლქში "დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს" კანდიდატმა სანდრო ყამარაულმა ხმათა 31,35% მიიღო, ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდარმა ალექსანდრე ზაგაშვილმა - 68,65%. აღნიშნულ საარჩევნო ოლქში ათივე საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემები დათვლილია.

ასევე, ყველა, 52-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია ხაშურის საარჩევნო ოლქში. წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა ხმათა 61,31% დააგროვა, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ - 38, 69%.

ბორჯომში სულ 30 საარჩევნო უბანია და წინასწარი შედეგების მიხედვით დათვლილია 21 უბნის მონაცემი. ამ უბნების მიხედვით, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ ხმათა 45,58% მიიღო, ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ - 54,42%.

რაც შეეხება მარტვილს, დათლილია 39-ივე საარჩევნო უბანი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმმა მამუკა დანელიამ, რომელიც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად საარჩევნო ბიულეტენში მაინც ფიგურირებდა, ხმათა 6,96% დააგორვა, "ქართული ოცნების" კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ კი - 93,04%

ოზურგეთის საარჩევნო ოლქში, 62 უბნიდან ამ დროისთვის წინასწარი შედეგები დათვლილია 32 უბნის მიხედვით და "ქართული ოცნების" კანდიდატი ბეგლარ სიორიძე ხმათა 48,85%-ს აგროვებს, დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძემ კი - 51,15%-ს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა უბნის მიხედვით დათვლილ წინასწარ შედეგებს საზოგადოებას ხვალ, 10:30 საათზე გააცნობს.

"ამომრჩეველმა გადაწყვიტა და 9 პარტიას მისცა ხმა...ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველს" - სალომე ზურაბიშვილი

"რას შვება დაძაბულ ბრძოლაში? გავგიჟდები რომ ვერ გაიმარჯვოს" - როგორ ეხმიანებიან მეორე ტურს ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს

"პოლიტიკურმა პროცესმა უნდა გადაინაცვლოს პარლამენტში, ესაა მთავარი" - პრემიერის განცხადება, რომელმაც საკუთარი არჩევანი მეუღლესთან ერთად გააკეთა