ვის დაასახელებს დღეს კალაძე ვიცე-მერებად - წარდგენა 15 საათზეა დანიშნული

ვის დაასახელებს დღეს კალაძე ვიცე-მერებად - წარდგენა 15 საათზეა დანიშნული

თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერებს დღეს წარადგენს. წარდგენა თბილისის მერიაში 15:00 საათზეა ჩანიშნული. არსებული ინფორმაციით, ვიცე-მერის თანამდებობებს დაიკავებენ ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი ხმალაძე, გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე, ასევე კალაძის გუნდის კიდევ ერთი წევრი თემურ ბოლოთაშვილი და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი.

რაც შეეხება გამგებლებს და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, კალაძე მათ მომდევნო დღეების განმავლობაში წარადგენს.

კახა კალაძე მერის უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."