სად გააგრძელებს საქმიანობას ტარიელ ხეჩიკაშვილი მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ

სად გააგრძელებს საქმიანობას ტარიელ ხეჩიკაშვილი მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ბიზნესსექტორში ბრუნდება. ამის შესახებ ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სპორტის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ის მაქსიმალურად შეუწყობს ხელს იმას, რომ ის რეფორმები, რაც სამინისტროში დაიწყო, გაგრძელდეს და წარმატებული იყოს ქართული სპორტისთვის.

"დარწმუნებული ვარ, რომ ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც ჩვენი მთავრობის პირობებში ქართულ სპორტში მიმდინარეობდა, აუცილებლად გაგრძელდება.

მე, რა თაქმა უნდა, ვრჩები ქართული სპორტის და ქვეყნის სამსახურში - სპორტს ვემსახურებოდი ბიზნესიდან, ახლა მინისტრის რანგში და ასე იქნება მომავალშიც. ჩემთვის ქვეყნის და სპორტის სიყვარული არის ერთ-ერთი უპირველესი. იმ დიდი გამოცდილების შემდეგ, რომელიც მინისტრობის პერიოდში მივიღე, კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ.

ცხადია, ვესაუბრე მიხეილ გიორგაძეს, ჩვენ ვართ კოლეგები და მეგობრები. მე მაქსიმალურად შევუწყობ ხელის იმას, რომ ის რეფორმები, რაც სამინისტროში დავიწყეთ, გაგრძელდეს და წარმატებული იყოს ქართული სპორტისთვის. მე დავბრუნდები ბიზნესში და იქიდანაც ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებ ქართული სპორტის სასიკეთოდ", - ნათქვამია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."