ცნობილია, ვინ იქნებიან კახი კალაძის მოადგილეები თბილისის მერიაში

ცნობილია, ვინ იქნებიან კახი კალაძის მოადგილეები თბილისის მერიაში

თბილისის ახალმა მერმა კახა კალაძემ მისი მოადგილეები წარადგინა. კალაძეს სულ 5 მოადგილე ეყოლება, მათ შორის ვიცე მერის პოსტს ირაკლი ხმალაძე დაიკავებს. ხმალაძე ენერგეტიკის მინისტრობის დროსაც კალაძის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

გარდა ამისა, მერის მოადგილეები იქნებიან: გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე; გიგა ნიკოლეიშვილი, რომელიც თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას დავით ნარმანიას დროსაც იკავებდა და შესაბამისად, პოსტს ინარჩუნებს, ასევე კიდევ ერთი მოადგილე ირაკლი ბენდელიანი იქნება, რომელიც ენერგეტიკის სფეროში ეკონომიკური და ინფრასრუქტურული მიმართულებით მუშაობდა.

მეხუთე მოადგილეს, კახი კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში დაასახელებს და ეს ილია ელოშვილი იქნება, რომელიც ამჟამად ენერგეტიკის მინისტრის პოსტს იკავებს.

იხილეთ ვიდეო: კახა კალაძის გუნდის წარდგენა

ნახეთ: დღე პირველი დღე უკანასკნელი - ფოტოამბავი თბილისის მერიიდან

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."