მარიამ ჯაში - რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგიურ საქმიანობას და კერძო სექტორს უბრუნდება

მარიამ ჯაში - რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგიურ საქმიანობას და კერძო სექტორს უბრუნდება

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგიურ საქმიანობას და კერძო სექტორს უბრუნდება, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განათლებისა და მეცნიერების უკვე ყოფილი მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, თუ სად გააგრძელებს ის საქმიანობას.

მარიამ ჯაშმა ალექსანდრე ჯეჯელავას მადლობა გადაუხადა არაჩვეულებრივი თანამშრომლობისთვის.

"მისი მინისტრობის პერიოდში ჩვენ ახალი სტანდარტი დავნერგეთ განათლების კომიტეტისა და სამინისტრის ძალიან მჭიდრო კოორდინაციისა და თანამშრომლობის. მიუხედავად იმისა, რომ სულ 1 წელი გახლდათ ბატონი სანდრო ამ პოზიციაზე, მის სახელს არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და ინიციატივა უკავშირდება. წარმატებებს ვუსურვებ შემდგომ საქმიანობაში", - განაცხადა ჯაშმა.

რაც შეეხება ჯეჯელავას სამომავლო საქმიანობას, მარიამ ჯაშის თქმით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, "ბატონი სანდრო უბრუნდება პედაგოგიურ საქმიანობას და კერძო სექტორს, რომელშიც წლების მანძილზე იყო ძალიან წარმატებული".

რაც შეეხება პრემიერის შეთავაზებას, ალექსანდრე ჯეჯელავასთვის დიპლომატიურ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით, მარიამ ჯაშის განცხადებით, უნდა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორც პრემიერის, ასევე ალექსანდრე ჯეჯელავას მხრიდან.

"დარწმუნებული ვარ, მას ექნება ძალიან წარმატებული შემდგომი ეტაპები კარიერაში", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

გრიგოლ ვაშაძე "ქართულ ოცნებას" - "თბილისურად გეტყვით, გაგხევთ ნაკერავზე"

"ქართულ ოცნებას" კიდევ ერთი წევრი გამოაკლდა - მარიამ ჯაშმა უმრავლესობა დატოვა

აჩვენა თუ არა შუა თითი კახა კალაძემ აქციის მონაწილეებს  - "ჩემს მეგობართან როგორი ურთიერთობა მაქვს, რა თქვენი საქმეა?!"