კოტე შარაშენიძის შტაბის ინფორმაციით, ოზურგეთში დახურულ უბანზე გაურკვეველი პირები შევიდნენ და, სავარაუდოდ, 5 ბიულეტენი შეიტანეს

კოტე შარაშენიძის შტაბის ინფორმაციით, ოზურგეთში დახურულ უბანზე გაურკვეველი პირები შევიდნენ და, სავარაუდოდ, 5 ბიულეტენი შეიტანეს

ოზურგეთში დახურულ უბანზე გაურკვეველი პირები შევიდნენ და, სავარაუდოდ, 5 ბიულეტენი შეიტანეს, - ამის "ინტერპრესნიუსს" ოზურგეთში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კოტე შარაშენიძის შტაბში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება პოლიციაც, თუმცა, ის რეაგირებას არ ახდენს. "ამჟამდ დახურულ ოლქში ბეიჯის გარეშე უცხო პირები შედიან და გამოდიან. უბანზე რაღაც შეაქვთ და ჩვენს დამკვირვებლებს არ უშვებენ. პოლიცია რეაგირებას არ ახდენს. სავარაუდოდ, დაკარგული 5 ბიულეტენი შეიტანეს. ამის ეჭვის ვარაუდს რამდენიმე გარემოება გვიჩენს, კერძოდ, "ქართული ოცნება" ნასაკირალის უბნის გაუქმებას ითხოვს მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ არჩევნები წააგეს. დღეს ნასაკირალში ვითომ ცუდად გახდა კომისიის თავმჯდომარე და ვერ არტყამდა ბეჭედს და ვერ გამოჰქონდა ოქმი უბნიდან. ხელოვნურად აჭიანურებდა სიტუაციას. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს ეს ფაქტი და მათ მაინც გააკეთებინეს ხელმოწერა და დაარტყმევინეს ბეჭედი, რადგან უბანზე არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ამის შემდეგ ეს ოქმი წამოვიდა ოზურგეთის ოლქში, თუმცა, გზაში არაერთხელ შეუქმნეს პრობლემები.

დღეს ბეგლარ სიორიძემ დააანონსა, რომ ხვალ გაიხსნება უბანი და გაუქმედება აუცილებლად. ასევე, კომისიის თავმჯდომარემ განცხადება დაწერა, რომ არეულობის გამო შეეპარა ერთი გაბათილებული ბიულეტენი და უნდა გაიხსნას ეს ყუთი და თუ იპოვნიან ამ ზედმეტს, გაბათილდება.

"სამართლიანი არჩევნები" გვეუბნება, რომ პირიქით, 4 ბიულეტენით ნაკლებია ყუთში. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ სავარაუდოდ დაკარგული 5 ბიულეტენი შიგნით შეიტანეს. ყველა დამკვირვებელი ამბობს, რომ 4 ბიულეტენით ნაკლებია, თუმცა, კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ერთი ბიულეტენით მეტია", - აცხადებენ კოტე შარაშენიძის საარჩევნო შტაბში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ოზურგეთის საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე იმარჯვებს. 6 საარჩევნო ოლქიდან, სადაც თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ოზურგეთი ერთადერთია, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატი, წინასწარი მონაცემებით, დამარცხდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."