კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:43 / 14-11-2017
მინისტრები ახალ თანამდებობებზე მუშაობას დღეიდან შეუდგებიან
შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეებს უფლებამოსილებები შეუწყდათ. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შესაბამისი ბრძანებები საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ამასთან, უკვე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრის ბრძანებები მინისტრების გათავისუფლებისა და უწყებების ახალი ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ. კერძოდ, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გათავისუფლდა აღნიშნული თანამდებობიდან და დაინიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად. როგორც აქამდე, ახლაც მასვე დაეკისრა პირველი ვიცე პრემიერის მოვალეობა. ასევე, გამოიცა ბრძანება ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძის დანიშვნის შესახებ.
პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პოსტიდან გათავისუფლდა ალექსანდრე ჯეჯელავა და მისი ადგილი მიხეილ ჩხენკელმა დაიკავა.

ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლდა გიორგი მღებრიშვილი და აღნიშნული პოსტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ დაიკავა. მას ასევე დაეკისრა ვიცე პრემიერის მოვალეობა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ვებ-გერდზე ასევე გამოქვეყნებულია გიორგი გახარიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების ბრძანებაც.

მინისტრები ახალ პოსტებზე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგებიან.
10:51 / 15-11-2017
George
1
რეალურად რომ შევაფასოთ სიტუაცია მკვეთრ ცვლილებებს არუნდა ველოდოთ. ჯერ ერთი ახალი მინისტთაგან არცერთი არაა ისეთI ავტორიტეტი რომ წინ წაუვიდეს მათ ზემდგომს. მოხდება უმნიშვნელო ცვლილებები რომელიც ახალი ცოცხის პრინციპს უფრო მაგონებს... წარმატებები
მსგავსი სიახლეები
ბახტაძე ის ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირებს შორის, ვინც ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებს საქართველოში
რეფორმირებულ უწყებას გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ცვლილებების შედეგად რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდება
მინისტრთა კაბინეტს ჯამში რამდენიმე მინისტრი დაემშვიდობება
+VIDEO: მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში მოლაპარაკებები მიმდინარეობს
დაგეგმილია ასევე, კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანებაც
"თუ გიორგი კვირიკაშვილს რაიმე აქვს გადაწყვეტილი, შეგიძლიათ შესაბამისი კითხვა მას დაუსვათ"
ნოდარ ხადური მინისტრთა კაბინეტის მომავალ შემადგენლობაში სავარაუდოდ არ იქნება
"ეს ინფორმაცია გამიგია მხოლოდ ზოგიერთი ჟურნალისტისგან და არა უფრო სერიოზულ დონეზე"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49