მინისტრები ახალ თანამდებობებზე მუშაობას დღეიდან შეუდგებიან

მინისტრები ახალ თანამდებობებზე მუშაობას დღეიდან შეუდგებიან

შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეებს უფლებამოსილებები შეუწყდათ. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შესაბამისი ბრძანებები საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ამასთან, უკვე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრის ბრძანებები მინისტრების გათავისუფლებისა და უწყებების ახალი ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ. კერძოდ, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გათავისუფლდა აღნიშნული თანამდებობიდან და დაინიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად. როგორც აქამდე, ახლაც მასვე დაეკისრა პირველი ვიცე პრემიერის მოვალეობა. ასევე, გამოიცა ბრძანება ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძის დანიშვნის შესახებ.

პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტიდან გათავისუფლდა ალექსანდრე ჯეჯელავა და მისი ადგილი მიხეილ ჩხენკელმა დაიკავა.

ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლდა გიორგი მღებრიშვილი და აღნიშნული პოსტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ დაიკავა. მას ასევე დაეკისრა ვიცე პრემიერის მოვალეობა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ვებ-გერდზე ასევე გამოქვეყნებულია გიორგი გახარიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების ბრძანებაც.

მინისტრები ახალ პოსტებზე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგებიან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."