კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:19 / 14-11-2017
ჯეჯელავამ ახალ მინისტრს რამდენიმე რჩევა მისცა და უწყება გადააბარა
განათლების ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ახალ მინისტრს ორ მთავარ გამოწვევას უტოვებს.

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების ახალ მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან შეეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის სოფლის და უმცირესობების სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობა, ხოლო მეორე გამოწვევას წარმოადგენს პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების ნაკლებობა.

"მთავარ გამოწვევად ახალ მინისტრს ვუტოვებ სოფლის და უმცირესობებით დაკომპლექტებულ სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობას, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში. მეორე, მთავარ გამოწვევად ვუტოვებ პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების მცირე რაოდენობას. ეს არის ცენტრალური გამოწვევები", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

განათლების ყოფილი მინისტრი ახალ
მინისტრს რამდენიმე რჩევასაც აძლევს.

"მთავარი რჩევა ახალი მინისტრისთვის იქნება, რომ მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინოს გრძელვადიან შედეგზე. დარწმუნებული ვარ, სწორი მმართველობის თუ ყოველდღიურ რუტინაში არ ჩავვარდებით თითოეული ჩვენგანი, შესაძლებელია ჩვენი პროფესიული თუ უმაღლესი განათლების სისტემა და სკოლაც იყოს აბსოლუტურად სხვა დონეზე", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ჯეჯელავამ დღეს ახალ მინისტრს უწყება გადააბარა.
You must have Flash Player installed in order to see this player.
09:47 / 16-11-2017
ჯეჯეს ფანი
0
უსწავლელმა მინისტრმა "ნასწავლ" მინისტრს რჩევა მისცა. ჯეჯე-ს მოსვლისასაც. ასე იყო. ამ ქვეყანაში უკვე მე არაფრის მჯერა. 'უფროსებო', კადრების მჭედლებო ცოტა დაუფიქრდით და ისე გაახმაურეთ "მეგობრების" ბიოგრაფიები. გარედან ისედაც სჩანს ვის რა და სად აქვს დამთავრებული.
13:20 / 15-11-2017
lavanda
1
"ქოც-მინისტრი საქმეს აკეთებდა." - ანეგდოტი თუ უკბილო ხუმრობა?!
მსგავსი სიახლეები
"2017 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სადოქტოროს გასაგრძელებლად ვიყავი მომზადებული, ამ გეგმამ დროში ცოტა გადაიწია"
"დარწმუნებული ვარ, მას ექნება ძალიან წარმატებული შემდგომი ეტაპები კარიერაში"
"ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს"
განათლების ახალი მინისტრის პირველი კომენტარი 
იგი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში
განათლების მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავას ნაცვლად, სავარაუდოდ, თსუ-ს პრორექტორი დაინიშნება
"ახალ სასწავლო წელს განათლების სამინისტრო მოსწავლეებს ძალიან ბევრ სიახლეებს სთავაზობს"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
10:00 / 21-11-2017  Image ევროპა, ამერიკა და რუსეთი წინასაახალხწლოდ აეროპორტების გაძლიერებულ დაცვას შეუდგნენ
"როსავიაციის" უფროსის თქმით, - "აეროპორტის ყველა თანამმშრომელი ფხიზელი უნდა იყოს"
22:02 / 20-11-2017  Image "თავში ჩამარტყეს ბლაგვი საგანი, ასევე მომაყენეს დანით ჭრილობა" - "ჩცდ"-ის მსახიობზე თავდასხმას შსს იძიებს
+VIDEO| "შაგუს ძმაკაციო თუ რაღაც მომესმა...
18:01 / 20-11-2017  Image რას ყვებიან მეზობლები ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
+VIDEO: გარდაცვლილს ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია
18:31 / 20-11-2017  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად
15:40 / 20-11-2017  Image რუსეთში ქმარს ცოლი 6 წლის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა და აწამებდა

რინატ ბალიანოვს პარტნიორის  ცემა, წამება და ცოლის თავისუფლების რამდენიმეწლიანი აღკვეთა ბრალდება

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49