კახა კალაძემ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა

კახა კალაძემ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა.

როგორც თბილისის მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, თბილისის მერიის ადმინისტრაციას ვლადიმერ ჭიღლაძე უხელმძღვანელებს. იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსად სერგო ბირკაძე დაინიშნა, საფინანსო საქალაქო სამსახურს გაიოზ თალაკვაძე უხელმძღვანელებს, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს - გიორგი ბაგრატიონი, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს - გელა ჩივიაშვილი, კულტურის საქალაქო სამსახურს - სოფიო ხუნწარია.

განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს - ირაკლი გვილავა, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს - მამუკა მუმლაძე, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს - გიგა გიგაშვილი, შესყიდვების საქალაქო სამსახურს - გიორგი პაპავა, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს - გივი კუბლაშვილი, უსაფრთხოების საქალაქო სამსახურს - ნიკოლოზ ჭონქაძე, ხოლო ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს ანდრია ბასილაია უხელმძღვანელებს.

კახი კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა თანამშრომელს, ვინც თბილისის მერიაში დახვდა, ხოლო ახალ თანამშრომლებს წარმატება უსურვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."