რა ქონებას ფლობს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი

რა ქონებას ფლობს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი

მიმდინარე წლის ზაფხულში მთავრობამ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დებულება დაამტკიცა.

სააგენტოს მიზნებია: კომერციულ ბანკებში სადაზღვევო შემთხვევათა დადგომისას ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურება; კომერციულ ბანკებში სადაზღვევო შემთხვევათა დადგომისას კომერციული ბანკებიდან დეპოზიტების მასობრივი გადინების პრევენცია.

სააგენტოს უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი გახდა, რომელიც მანამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. აღნიშნულ პოსტზე მისმა შემოსავალმა 2016 წლის იანვარ-17 ოქტომბრის პერიოდში 45 045 ლარი შეადგინა.

2017 წლის 8 ნოემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ძიძიკაშვილი ფლობს 664 კვადრატული მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართის 50%-იან წილს და 32 კვ. მეტრის ავტოფარეხს თბილისში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Toyota 200.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ძიძიკაშვილს "საქართველოს ბანკში" 9 450 დოლარი, საკრედიტოზე - 3 027 ლარი, მიმდინარე ანგარიშზე - 190 ლარი;"თი–ბი–სი ბანკში" 1 170 ლარი; Chase Bank-ში დეპოზიტზე - 35 700 დოლარი, საკრედიტოზე - 15 000 დოლარი; Bank of America-ს დეპოზიტზე - 42 150 დოლარი; American Express საკრედიტოზე - 30 000 დოლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 35 000 დოლარი ჰქონდა.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."