ვინ არის 22 წლის მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდოს ბავშვი გაუჩინა (ფოტო)

ვინ არის 22 წლის მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდოს ბავშვი გაუჩინა (ფოტო)

2017 წლის ბოლოს მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდო მამა მეოთხედ გახდა - მისმა მეგობარმა გოგონამ, მოდელმა ჯორჯინა როდრიგესმა იმშობიარა და გოგონა გააჩინა.

ფეხბურთელს იქამდე სამი შვილი სუროგატმა დედებმა გაუჩინეს - 7 წლის კრიშტიანუ რონალდო უმცროსი და მისი 5 თვის ტყუპი და-ძმა, ევა და მატეო.

რაც შეეხება ჯორჯინას, მას შემდეგ რაც ლამაზმანი რონალდოს გვერდით გამოჩნდა, მის მიმართ მედიის მხრიდან ინტერესი გაიზარდა.

ჯორჯინა როდრიგესი 1995 წლის 27 იანვარს, უესკას პროვინცია ჰაკეში დაიბადა, რომელიც ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს. მისი მამა ხორხე ედუარდო როდრიგესი არგენტინელია და ყოფილი ფეხბურთელია. 1980 წელს ის დაბალ ლიგებში თამაშობდა, შემდეგ კი ესპანეთში წავიდა, სადაც ჯორჯინას დედას, ანა მარია ერნანდესს შეხვდა. როცა ჯორჯინა პატარა იყო, მამას არგენტინული "რასინგის" თამაშებზე დაჰყავდა და გოგონას ეს ძალიან მოსწონდა.

ჯორჯინაზე ბევრი არაფერია ცნობილი. მისი პირველი სამსახური ერთ-ერთ კაფეში ოფიციანტობა იყო. შემდეგ როდრიგესი ინგლისში გადაბარგდა და ბრისტოლების ოჯახს სახლის საქმეებში ეხმარებოდა. ინგლისიდან ლამაზმანი ესპანეთში დაბრუნდა და მადრიდში "გუჩის" სალონში დაიწყო მუშაობა.

ჯორჯინასა და კრიშტიანოს გაცნობის ისტორიაზე ბევრი მითი არსებობს, რადგან მათი გაცნობის დეტალები ზუსტად არავინ იცის.

ყველაზე პოპულარული ვერსია: ისინი ერთმანეთს მადრიდში, Dolce & Gabbana-ს ღონისძიების ვიპ-ზონაში შეხვდნენ, მაგრამ უცნობია, რატომ არჩია რონალდომ ასეული ლამაზმანიდან სწორედ ჯორჯინა.

მეორე ვერსია: ჯორჯინა და რონალდო ერთმანეთს რონალდოს დედამ გააცნო.

მესამე ვერსია: ჯორჯინა როდრიგესი დაქირავებული დედაა, რომელიც რონალდოს შვილებს დედობას უწევს.

ამბობენ, რომ კრიშტიანო და ჯორჯინა პირველი შეხვედრის შემდეგ ერთმანეთს რამდენიმე თვე მალულად ხვდებოდნენ, სანამ ისინი 2016 წლის ნოემბერში პარიზის "დისნეილენდში" არ შენიშნეს. მაშინ პორტუგალიელს პარიკიც კი ეკეთა. ეს მათი პირველი გამოჩენა იყო პუბლიკაში.

2017 წლის იანვარში კი, "ოქროს ბურთის" ცერემონიაზე ჯორჯინა რონალდოს, როგორც ოჯახის წევრი ახლდა, რამაც მედია შოკში ჩააგდო.

12 ნოემბერს ჯორჯინამ რონალდოს გოგონა გაუჩინა, ხოლო რონალდომ "ინსტაგრამში" პოსტი გამოაქვეყნა: "ახლახან ალანა მარტინა დაიბადა! ჯიო და ალანა კარგად არიან! ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ"...

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს