"ქართული ოცნების" ოფისში ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი შეხვედრას მართავენ

"ქართული ოცნების" ოფისში ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი შეხვედრას მართავენ

უმრავლესობის სამუშაო სხდომაში, რომელიც "ქართული ოცნების" სათაო ოფისში მიმდინარეობს, ორი მინისტრი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მონაწილეობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, პარტიის ოფისში იმყოფებიან ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები - დიმიტრი ქუმსიშვილი და მამუკა ბახტაძე, ასევე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.

განხილვის მთავარი საკითხი 2018 წლის ბიუჯეტის პროექტია. ასევე შეკრებილები, სავარაუდოდ, იმსჯელებენ ლარის კურსთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზეც.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."