მიხეილ სააკაშვილი - "რუსთავი-2"-ის ჟურნალისტს თავზე ტომარა ჩამოაფარეს, ხელბორკილები დაადეს და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს

მიხეილ სააკაშვილი - "რუსთავი-2"-ის ჟურნალისტს თავზე ტომარა ჩამოაფარეს, ხელბორკილები დაადეს და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კიევში სახლიდან "რუსთავი-2"-ის ჟურნალისტი თამაზ შავშიშვილი გაიტაცეს.

მისი თქმით, ჟურნალისტს აკრედიტაცია ჰქონდა უკრაინაში. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, მას თავზე ტომარა ჩამოაფარეს, ხელბორკილები დაადეს და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს.

"რუს ჟურნალისტებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებენ, ხელბორკილებს ადებენ? არა! ვინაიდან პოროშენკო მედვედჩუკის მეშვეობით პუტინთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. პოროშენკო პუტინთან გარიგებაზე მიდის. ჩემი დაკავება პუტინს უნდა. ის, რომ პოროშენკო ნაბიჯ-ნაბიჯ ასრულებს ამას, ეს პუტინის თამაშია. ვაცხადებ, რომ აქ ნადირობენ იმ ხალხზე, ვინც რუსეთს ებრძოდა. ნადირობენ იმ ჟურნალისტებზე, ვინც რუსეთის საწინააღმდეგო კამპანიაში იყო ჩართული. მე არ მეშინია შენი, პეტია! მე მაინც კუთხეში მივამწყვდევ ოლიგარქებს. უკრაინელ ხალხთან ერთად გავიმარჯვებ!" - დასძინა მან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."