"ქართული ოცნების" მხარდაჭერის გამო, 4 თვის ორსულს მანქანის დაჯახებით მემუქრებოდნენ - გაიცანით საკრებულოს ახალგაზრდა წევრი თინათინ ნიბლოშვილი

"ქართული ოცნების" მხარდაჭერის გამო, 4 თვის ორსულს მანქანის დაჯახებით მემუქრებოდნენ - გაიცანით საკრებულოს ახალგაზრდა წევრი თინათინ ნიბლოშვილი

თინათინ ნიბლოშვილი საკრებულოს ახალი წევრია. ის პროფესიით იურისტია, მისი კარიერა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ გაზეთ "ახალგაზრდა იურისტში" დაიწყო, შემდეგ იყო პროტესტი ქვეყანაში არსებულ უსამართლო რეჟიმზე, მუქარა, შანტაჟი, დაშინება, თუმცა, არაფერს შეუშინდა. "რეიტინგი" თინათინ ნიბლოშვილს უფრო ახლოდან გაგაცნობთ.

- თინათინ, თქვენს შესახებ გვიამბეთ...

- სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, იურიდიულ ფაკულტეტზე, მაშინ "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურად ცდილობდა აქტიურად ჩარათულიყო სტუდენტურ ცხოვრებაში. ასე ვთქვათ, სტუდენტური თვითმმართველობის სახით ერთ-ერთი ფლანგი შეექმნა. იმ პერიოდში ჩამოყალიბდა სტუდენტური თვითმმართველობები და მეგობრებთან ერთად დავიწყეთ კრიტიკული სტატიების წერა, სტუდენტებმა ყველაფრის გულღიად და ალალად გაპროტესტება დავიწყეთ. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი აქტიური

სამოქალაქო ცხოვრება.

- მაშინ განსხავავებულებს დევნიდნენ, არ გეშინოდათ?

- კი ბატონო, იყო განსხვავებული აზრის დევნა, მუქარის შემცველი შეხვედრები. მაშინდელი პოლიტიკური ძალები კურირებდნენ სტუდენტურ თვითმმართველობას... აქედან გამომდინარე, მოვხვდი ოპოზიციაში. ეს იყო 2004 -2005 წწ . შემდეგ ახალგაზრდებმა, ვისაც გვქონდა განსხვავებული აზრი, არასამთავრობო ორგანიზაცია შევქმენით. სადაც შემოვიკრიბეთ სტუდენტები და ვაპროტესტებდით იმ ქმედებეს, რაც ხდებოდა ზოგადად უნივერსიტეტში. ამას მოჰყვა გახმაურებული მკვლელობები, მოკლედ რომ ვთქვათ, გირგვლიანი და ა.შ. მერე იყო კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანაიზაცია, სადაც სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო ვვითარდებოდით. მოკლედ ბეჭდური მედიიდან ჩემი კარიერა გაგრძელდა არასამთავრობო სექტორებში. პარალელურად იურისტად ვმუშაობდი ერთ-ერთ ორგანიზაციაში. შემდეგ დავაფუძნეთ "ახალგაზრდა ადვოკატები" და გავხდი ასოციაციის წევრი. რაღაც პერიოდი ვმუშაობდი ადვოკატადაც. მაგრამ ეს არ იყო ჩემი საქმე.

- რატომ?

- ზოგადად თავიდანვე იყო ჩემი მოწოდება ადამიანის უფლებების დაცვა, საადვოკატო საქმიანობის კუთხით არ განვავითარე ჩემი თავი და ისევ არასამთავრობო სექტორი ავირჩიე. 2012 წელს უკვე აქტიურად ჩავები პოლიტიკურ ცხოვრებაში და ერთ-ერთი პირველი ვიყავი ბიძინა ივანიშვილის პარტიის "ქართული ოცნების" დაფუძნების დღეს, რომელიც საჯაროდ გამოვედი და საკუთარი მხარდაჭერა დავაფიქსირე. ამას მოჰყვა მძაფრი დამუქრება. მაშინ ბავშვს ველოდებოდი, 4 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როდესაც დავამთავრე სიტყვით გამოსვლა, ტელეფონზე განხორციელდა ზარი და ვიღაც პიროვნებები მანქანის დაჯახებით დამემუქრნენ. ამ პერიოდმაც ჩაიარა, ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა. მე პარტიასთან ისეთი მჭიდრო კომუნიკაცია არ მქონია, ისევ გავაგრძელე არასამთავრობო სექტორში მუშაობა. შემდეგ უკვე პოლიტ-პატიმრების ამბები იყო. ჩემს მეგობრებთან ერთად გავერთიანდი უკვე "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" ირგვლივ და სერიოზულად დავიწყეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სხვადასხვა პროექტები განვახორციელეთ. ვიყავი რამდენიმე მასშტაბური პროექტის ხელმძღვანელი. საინტერესო პერიოდი იყო, რადგან არაერთი მიმართულებით განვვითარდი, როგორც იურისტი, პიროვნება და ბევრ სფეროში სიღრმისეულად ჩავიხედე. ეს პერიოდი გაგრძელდა 3 წელი. პარალელურ რეჟიმში ვმუშაობდი ტელეკომანია "ჯიდიესში", სადაც სამართლის მიმართულებით, "20:30"-ის ერთ-ერთ ანალიტიკოსად მიმიწვიეს. შემდეგ უკვე მივიღე შემოათავაზება "ქართული ოცნების" პარტიისგან, რომ პარტიული საქმიანობა გამეგრძელებინა. 2015 წელს გადმოვედი ვაკის შტაბში და დღემდე აქტიურად ვმუშაობ.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."