მიხეილ სააკაშვილი - როგორც ჩანს, ბინაში შეტაკება მოხდა, რადგან ბინა სისხლის შხეფებშია

მიხეილ სააკაშვილი - როგორც ჩანს, ბინაში შეტაკება მოხდა, რადგან ბინა სისხლის შხეფებშია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები არიან ბორანზე, რომელიც ფოთისკენ მოემართება.

"ისინი თამაზ შავშიშვილს გაჰყვნენ. შევარდნენ სახლში. როგორც ჩანს, ბინაში შეტაკება მოხდა, რადგან ბინა სისხლის შხეფებშია. შემდეგ თავზე ტომრები ჩამოაცვეს. მიიყვანეს ბორანზე და მოჰყავთ ფოთში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი2"-ის ეთერში.

ამასთან, სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეპორტირებულთა შორის არიან მებრძოლები, რომელთაც აქვთ დამსახურება უკრაინის წინაშე.

როგორც ოდესის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების ერთობლივი ოპერაციაა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."