სპეცოპერაციის ადგილზე სუს-ისა და შს სამინისტროს ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან

სპეცოპერაციის ადგილზე სუს-ისა და შს სამინისტროს ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციის ადგილზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, კონტრტერორისტული სპეცოპერაცია გრძელდება.

"ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები.

ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ დეტალებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ ისაუბრებს. დამატებითი ინფორმაცია სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ გავრცელდება.

როგორც უკვე განვაცხადეთ, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი. დაჭრილია სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენელი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. მოსახლეობას მოვუწოდებთ მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითითებებს", - განაცხადეს სუს-ში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."