თბილისის მერი სპეცოპერაციის ადგილიდან გაყვანილ მოსახლეობას მოუწოდებს, თავშესაფრის საჭიროების შემთხვევაში, ისნის გამგეობას დაუკავშირდეს

თბილისის მერი სპეცოპერაციის ადგილიდან გაყვანილ მოსახლეობას მოუწოდებს, თავშესაფრის საჭიროების შემთხვევაში, ისნის გამგეობას დაუკავშირდეს

თბილისის მერია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის ტერიტორიიდან გაყვანილ მოსახლეობას მოუწოდებს, თავშესაფრის საჭიროების შემთხვევაში, ისნის რაიონის გამგეობას და თბილისის მერიას დაუკავშირდეს.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ამ ეტაპზე რაც ყველაზე მთავარია, სრულად არის დაცული და უზრუნველყოფილი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. ოჯახები, რომლებიც ცხოვრებენ გაბრიელ სალოსის გამზირზე გვინდა დავამშვიდოთ და ვუთხრათ, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩება ყურადღების გარეშე და საჭიროების შემთხვევაში, მერია მათ აუცილებლად უზრუნველყოფს საცხოვრებელ ფართებით. ვთხოვთ მოსახლეობას, ვისაც აქვს დროებითი საცხოვრებელი ფართების საჭიროება, დროულად მიმართოს ისნის გამგეობას, რათა მოხდეს მათი რეგისტრაცია და საცხოვრებელ ფართებში გადაყვანა", - განაცხადა კალაძემ.

მან დაინტერესებულ პირებს მოუწოდა, დაუკავშირდნენ ისნის გამგეობას ნომრებზე: 2 375029, 599 537040; ასევე დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 722222.

თბილისის მერმა ასევე მწუხარება გამოთქვა სპეცრაზმის თანამშრომლის დაღუპვის გამო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."