პრემიერმა სპეცოპერაციისას დაჭრილი სამართალდამცავები მოინახულა

პრემიერმა სპეცოპერაციისას დაჭრილი სამართალდამცავები მოინახულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ისანში მდებარე რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებული, დაჭრილი სამართალდამცავები მოინახულეს. ჰოსპიტალში იმყოფებოდა ასევე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.

სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი 4 სამართალდამცავი, საიდანაც ორი სუს-ის, ორი კი შსს-ს თანამშრომელია, სწორედ აღნიშნულ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

როგორც ცნობილია, დაჭრილების გარდა დაიღუპა ერთი სპეცრაზმელიც.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."