"სერიოზული ჯგუფი იყო, მაგრამ მძევლები აყვანილი არ ჰყოლიათ" - სუს-ის უფროსი განმარტავს, რატომ გაგრძელდა სპეცოპერაცია თითქმის 20 საათი

"სერიოზული ჯგუფი იყო, მაგრამ მძევლები აყვანილი არ ჰყოლიათ" - სუს-ის უფროსი განმარტავს, რატომ გაგრძელდა სპეცოპერაცია თითქმის 20 საათი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მძევლები აყვანილი არ ჰყოლიათ, თუმცა ამის საფრთხე იყო.

ასე უპასუხა სუს-ის ხელძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შესაბამის კითხვას. მან რეფერალურ საავადმყოფოში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაჭრილები მოინახულა.

"საფრთხე, რომ მძევლად აეყვანათ მოსახლეობა, იყო, რადგან სერიოზული ჯგუფი იყო, მაგრამ მძევლები აყვანილი არ ჰყოლიათ", - განაცხადა გომელაურმა.

გომელაურის თქმით, ყველაფერი გაკეთდა რომ სპეცოპერაციას მსხვერპლი არ მოყოლოდა, თუმცა სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა.

"პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახს, ის იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების მებრძოლი. ასევე დაჭრილი არიან ჩვენი და შს სამინისტროს თანამშრომლები. მათი ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ არ დასრულებულიყო ოპერაცია ასე. იმ ერთი ადამიანის დაღუპვა ძალიან მძიმე იყო. ღმერთს მადლობა, რომ ჩვენი თანმამშრომლები მსუბუქად არიან დაჭრილები. კითხვები იყო იმაზე, თუ რატომ გაგრძელდა ამდენი ხანი სპეცოპერაცია, ზუსტად იმიტომ, რომ არ დაშავებულიყვნენ მოქალაქეები, ძალოვანები, პოლიციელები. აქედან გამომდინარე იყო ყველაფერი, რომ ნაკლები დანაკარგები ყოფილიყო", - განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ დღის განმავლობაში, თავად ადგილობრივ მოსახლეობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მძევლები ჰყავდათ აყვანილი.

წაიკითხეთ ასევე: ვახტანგ გომელაური - ჯერ ვერ გეტყვით, ეჭვმიტანილები რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ან რომელი დაჯგუფების წევრები

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."