პრემიერის პირველი კომენტარი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ

პრემიერის პირველი კომენტარი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ

ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც დაჭრილი სამართალდამცველები მოინახულა. მან დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა, ასევე მადლობა გადაუხადა სუს-სა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის თანამშროლებს.

იხილეთ ვიდეო

"როგორც იცით, დასრულდა სპეცოპერაცია. სამწუხაროდ, გვაქვს მსხვერპლი - სპეცრაზმის ერთი თანამშორმელი დაიღუპა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივუსამძიმრო ოჯახს. ეს ადამიანი ნამდვილად გმირია. დანარჩენი ბიჭები კი მკურნალობენ, - მოგეხსენებათ, სამი დაჭრილია. მინდა მათ ვუსურვო გამონაჯმრთელება.

პოლიტიკოსები თუ ექსპერტი გამოთქვამენ სხვადასხვა მოსაზრებებს. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ასეთ სიტუაციებში არ არის გამართლებული ასეთი ტიპის სპეკულაციები და მე მგონი, უნდა იყოს რაღაც მომენტი, როცა ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ამას გაითვალისწინებენ. რა თქმა უნდა, შეკითხვები შეიძლება დაისვას. ბუნებრივია, არსებობს ინსტიტუციური ფორმატები, რომლებშიც ამ კითხვებს პასუხი გაეცემა, მაგრამ არ შეიძლება ასეთი დონის საჯაროობით, ასეთი ტიპის ოპერაციების დეტალებზე საუბარი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და არანაირი საფუძველი იმის, რომ რამე შიში არსებობდეს უსაფრთოებასთან დაკავშირებით, არ არსებობს.

"ჩვენმა გმირმა ბიჭებმა გაანეიტრალეს ის საფრთხე, რომელიც შეიძლებოდა ძალიან ცუდი შედეგით დასრულებულიყო...

ვისაც არ ეზარება, გახდა ამ საქმის ექსპერტი და კარგად მცოდნე. მე მგონია, რომ ასეთ სიტუაციებში ცოტა უფრო ღირსეულად უნდა მოვიქცეთ ხოლმე და დავასრულოთ ეს სპეკულაციები.

მინდა გავცე პასუხი იმ სპეკულაციებს, რომ გაგრძელდა დიდი ხანი და ა.შ... რა თქმა უნდა, შესაძლებელია სხვადასხვაგვარად მოქმედება, მაგრამ მთავარი პრიორიტეტი იყო მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა და ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ამ მიმართულებით მსხვერპლი არ ყოფილიყო და ჩვენმა სპეცრაზმის თანამშრომლებმა ეს შეძლეს. ჩვენ გვინახავს სხვა ტიპის სპეცოპერაციები სხვა ქვეყნებში, სადაც შენობებს ანგრევენ და ასეთ შედეგზე არიან ორიენტირებულები - ჩვენ სხვა სტილი გვაქვს, სხვა ხელწერა გვაქვს და მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავისი სიცოცხლის ფასად მოიტანა ის შედეგი, რაც ახლა გვაქვს. გაისმა ასევე შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ცენტრში აღმოჩნდნენ. რა თქმა უნდა, ისინი დღეს არ იყვნენ აღმოჩენილები, წინასწარი ინფორმაციები არსებობდა და ის, რომ აქ აღმოაჩინეს, არის წინასწარი მუშაობის შედეგი...

არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან. არავითარ შემთხვევაში მათ ეროვნებას და მოქალაქეობრივ კუთვნილებას ხაზი არ უნდა გავუსვათ. ფაქტია, რომ მათ მშვიდობიან მოწოდებაზე, რომ ჩაბარებოდნენ პოლიციას, უპასუხეს სროლით. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ყველანაირი ეჭვი, რომ შეიძლებოდა გაცილებით უარესი შედეგი ყოფილიყო, არის აბსოლუტურად დასაბუთებული. სპეცრაზმა, სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურმა იმოქმედა აბსოლუტურად ლეგიტიმურად და სწორად", - განაცხადა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."