რა შემთხვევაში შეუწყვეტს მერია "სითი-პარკს" ხელშეკრულებას - ვიცე-მერის განმარტება

რა შემთხვევაში შეუწყვეტს მერია "სითი-პარკს" ხელშეკრულებას - ვიცე-მერის განმარტება

თბილისის მერიამ, შესაძლოა, "სითი-პარკს" ხელშეკრულების დარღვევისთვის დამატებითი ვადა

დაუდგინოს, ვადის გასვლის შემდეგ კი დარღვევების გამოუსწორებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მყისიერი გაწყვეტა მოხდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოში თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა საკრებულოს სხდომაზე "სითი-პარკთან" დაკავშირებით ხელშეკრულებაზე ოპოზიციონერი დეპუტატების შენიშვნებზე.

ირაკლი ხმალაძის თქმით, თბილისის მერიას ზემოთ აღნიშნული ფაქტის გამო სასამართლოში ჩივილი არ სჭირდება იმისთვის, რომ "სითი-პარკის" მიმართ სათანადო ზომები იყოს გატარებული.

"მე არაერთხელ მითქვამს, რომ "სითი-პარკი" არღვევს ხელშეკრულებას და ამას ჩვენი მხრიდან სათანადო რეაგირება მოყვება, რაც არის ხელშეკრულების მიხედვით დამატებითი ვადის დადგენა და ამ ვადის გასვლის შემდეგ თუ არ იქნება დარღვევები გამოსწორებული, ხელშეკრულების მყისიერად შეწყვეტა მოხდება. სასამართლოსთვის მიმართვას ამ შემთხვევაში არ ვაპირებთ, იმიტომ, რომ არ გვჭირდება", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მან ასევე განმარტა, რომ სასამართლოში ჩივილის გარეშეც შეუძლიათ მოთხოვონ ხელშეკრულების მხარეს ხელშეკრულების პირობების შესრულება და შეუსრულებლობის შემთხვევაში გაუგზავნიან კომპანიას ხელშეკრულების შეწყვეტის აქტს.

ხმალაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ის მიიჩნევს, რომ მერია კომპანიას არამართებულად მოექცა, "სითი-პარკს" შეუძლია მიმართოს სასამართლოს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."