ვის კანდიდატურას ასახელებს ომბუდსმენის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობა

 ვის კანდიდატურას ასახელებს ომბუდსმენის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობა

საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ასახელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მის თქმით, შეხვედრაზე სულ 7 კანდიდატზე იყო საუბარი, თუმცა, კონკრეტული გვარები არ დაასახელა. "მათ შორის განიხილებოდა ის კანდიდატები, რომლებიც შემოთავაზებული იყო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. საბოლოოდ ჩვენ შევჯერდით გადაწყვეტილებაზე - საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან დასახელებული იქნება ნინო ლომჯარიას კანდიდატურა. გავითვალისწინეთ არასამთავრობოებთან კონსულტაციები, ასევე, გამოცდილება, მიუკერძოებლობის კრიტერიუმი, კვალიფიკაცია", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, დანარჩენი არის პროცედურების საქმე - უახლოეს დღეებში მოხდება კანდიდატის დასახელება და მომდევნო პლენარულ სხდომებზე განხილვა და დაახლოებით ერთ კვირაში დამტკიცდება სახალხო დამცველი თავის პოსტზე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."