"ხეების მოასფალტება რაღაც ახალია..." - კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე "ფეისბუქში" გავრცელებული ფოტოები წარადგინა

"ხეების მოასფალტება რაღაც ახალია..." - კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე "ფეისბუქში" გავრცელებული ფოტოები წარადგინა

"კომპანიები, რომლებიც შემჩნეულნი არიან სამუშაოების არასწორად წარმოებაში, თბილისის მერიასთან ვერ ითანამშრომლებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძემ მაგალითად მოიყვანა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოებული სამუშაოები და აღნიშნა, რომ კომპანიამ ხეები მოაასფალტა.

"ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კონკრეტული ფოტოები, რომელზეც არის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია ასახული, სადაც მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. სამწუხაროდ, მე არ ვიცი, ეს კომპანიამ მიზანმიმართულად გააკეთა თუ შეცდომა მოუვიდა. თუ შეცდომა მოუვიდა, მაშინ ეს სამწუხაროა, თუ მიზანმიმართულად გააკეთა, კიდევ უფრო დიდი უბედურება. ეს არის ხეების მოასფალტება. ეს რაღაც სიახლეა, რაღაც ახალია.

იხილეთ: "ხეების მოასფალტება, ეს რაღაც ახალია" - რა ფოტო მიიტანა კახა კალაძემ სხდომაზე

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო

მე მინდა კეთილმოწყობის ტრანპორტის სამსახურს მივმართო, რომ ასეთ კომპანიებთან მომავალში ვერ ვიმუშავებთ. ამიტომ მაქსიმალურად გავაფრთხილოთ ყველა, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს. მე მაინც მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართულად გაკეთებული. ასე რომ, გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი, რათა შემდგომში არ განმეორდეს, ვინაიდან ეს ხდება შემდგომ ქილიკის საგანი სოციალურ ქსელში", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."