სააკაშვილი უშიშროების სამსახურს - ჩემი ბინის ჩხრეკისას მაცივარში მოწამლული შოკოლადი, სეიფში ასაფეთქებელი დაგხვდებათ, გასვლისას შუქის ჩაქრობა არ დაგავიწყდეთ

სააკაშვილი უშიშროების სამსახურს - ჩემი ბინის ჩხრეკისას მაცივარში მოწამლული შოკოლადი, სეიფში ასაფეთქებელი დაგხვდებათ, გასვლისას შუქის ჩაქრობა არ დაგავიწყდეთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სასამართლოსგან გადაწყვეტილება მიიღო მისი ბინის ჩხრეკის შესახებ. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.

"ბოდიში, მეგობრებო, ვერ დაგელოდეთ, კონოტოპში გავემგზავრე ჩემს აგენტურულ საქმეებზე, რათა რუსეთის საზღვარზე ინსტრუქციები მივიღო. რათა გაგიადვილოთ ამოცანა, როდესაც შემოხვალთ ჩემთან, კარები იმავე გასაღებით შეგიძლით გააღოთ, რომელიც ჩემს მძღოლს "ყაჩაღებმა" წაართვეს, რომლებმაც ის სადარბაზოში სცემეს და რომლის მეშვეობით თქვენ ათი დღის წინ კამერები დააყენეთ ჩემს ბინაში", - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე ირონიულად განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მის ბინაში "კარადაში შეუძლიათ ნახონ პოროშენკოს კორუფციულ სქემებზე გაზეთები, მაცივარში "როშენის" მოწამლული შოკოლადი, ხოლო სეიფში კი ინახება ასაფეთქებელი, რომელიც მხოლოდ ბარიგებისთვის ფეთქდება".

"რაც მთავარია, გასვლისას არ დაგავიწყდეთ შუქის ჩაქრობა, თორემ მას შემდეგ, რაც პეტრო პოროშენკო DTEK-ის თანამფლობელი გახდა, ელექტროენერგიაზე ტარიფები უფრო გაიზარდა, ვიდრე ეს ახმეტოვის დროს იყო", - დასძინა მან.

სააკაშვილმა საკუთარ მომხრეებს მოუწოდა მისი დაკავების შემთხვევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი ადმინისტრაციებისა და ძალოვანი უწყებების შენობების ბლოკირება მოახდინონ.

"მივმართავ არა მხოლოდ ჩვენს მომხრეებს, არამედ ყველა ადამიანს. ჩემი დაკავების შემთხვევაში მოგიწოდებთ, საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციების, გენერალური პროკურატურის და უშიშროების სამსახურის შენობების ბლოკირება მოახდინოთ, იმიტომ, რომ პრობლემა ჩემში კი არა, ყველა მტკიცებულების ფალსიფიცირებასა და სრულ განუკითხაობაშია, რასაც ისინი პრეზიდენტის ბრძანებით აკეთებენ", - განაცხადა სააკაშვილმა უკრაინული ტელეარხის NewsOne-ის ეთერში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."