ნინო ლომჯარია პარლამენტმა სახალხო დამცველად აირჩია

 ნინო ლომჯარია პარლამენტმა სახალხო დამცველად აირჩია

პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი აირჩია. ომბუდსმენის თანამდებობა 5-წლის ვადით ნინო ლომჯარიამ დაიკავა, რომელიც პარლამენტს უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა შესთავაზეს. ლომჯარიას არჩევა 96 ხმით, 5-ის წინააღმდეგ მოხდა.

სახალხო დამცვლის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა პარლამენტს ფრაქციამ "საქართველოს პატრიოტები" შესთავაზა. მათი მხრიდან წარდგენილ გიორგი ფოფხაძეს 20-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ფოფხაძის კანდიდატურის წინააღმდეგ 27-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."