საბანკო ანგარიშები, იარაღი და Harley-Davidson-ი - რა ქონებას ფლობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი

საბანკო ანგარიშები, იარაღი და Harley-Davidson-ი - რა ქონებას ფლობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი

2016 წელს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ორ სხვადასხვა თანამდებობაზე შემოსავლის სახით ჯამში, 103 544.47 ლარი მიიღო.

აქედან, თალაკვაძის შემოსავალმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე, გასული წლის 1 იანვრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით - 95 895,72 ლარი; 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში პარლამენტის წევრობისას კი 7 648,75 ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის 29 ნოემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თალაკვაძე ფლობს 109,90 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში; მასვე ეკუთვნის მოტოსატრანსპორტო საშუალება - Harley-Davidson-ი, რომელიც 2016 წელს 8 000 დოლარად შეიძინა.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დეკლარაციის შევსების მომენტში "თი-ბი-სი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 3 104,11 ლარი; საკრედიტოზე კი 10 424,50 ლარი ჰქონდა.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."