მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა თავის დაწვა სცადა

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა თავის დაწვა სცადა

კიევში, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელი სახლლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაძაბულობაა. მიკროავტობუსს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მისი მხარდამჭერები გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. სააკაშვილის მხარდამჭერებს ბლოკირებული აქვთ ქუჩა და ისინი აპროტესტებენ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.

იხილეთ ვიდეო: მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა მის სახლთან თავის დაწვა სცადა

ადგილზე მობილიზებულია უკრაინის პოლიცია და სპეცრაზმის წარმომადგენლები. სამართალდამცველებსა და სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ერთ-ერთმა მხარდამჭერმა მამაკაცმა თავის დაწვა სცადა -  ამის ამსახველ კადრებს ავრცელებს ჟურნალისტი ევგენი რუდენკო. მამაკაცი სახლის კედელზე ავიდა, გაზის მილს ჩამოეკიდა და ბენზინის გადასხმა სცადა, რა დროსაც ის სხვა აქტივისტებმა ძალიასმიერი მეთოდით ჩამოიყვანეს დაბლა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცველებმა დღეს საკუთარ სახლში დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმმა შენობიდან გამოიყვანა, თუმცა მისი გადაყვანა შესაბამის უწყებაში ვერ ხერხდება. მის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."