გია ხუხაშვილი - უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროსა და პროკურატურას შორის დაპირისპირებაა, სააკაშვილი ამ ყველაფერში უცნაურად მოყვა

გია ხუხაშვილი - უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროსა და პროკურატურას შორის დაპირისპირებაა, სააკაშვილი ამ ყველაფერში უცნაურად მოყვა

უკრაინაში სერიოზული დაპირისპირებაა უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და უკრაინის პროკურატურას შორის, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფერში უცნაურად მოყვა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ უკრაინაში პროკურატურამ და ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ამერიკული პოლიტიკის წინააღმდეგ გაილაშქრა, მათ შორის შეტევა განახორციელა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ, რომელიც ამერიკულ პროექტად განიხილება უკრაინაში. გია ხუხაშვილის შეფასებით, სწორედ ამ კონტექსტში მოხდა მიხილ სააკაშვილის დაკავებაც.

”ამჟამად საკითხი ბუნდოვანია. მე მეჩვენება რომ უკრაინაში საკმაოდ რთული პროცესი დაიწყო. სრულ სურათს თუ შევხედავთ დავინახავთ, რომ გუშინ ანტიკორუფციული ბიუროს და უკრაინის პროკურატურას შორის სერიოზული დაპირისპირება დაიწყო. ანტიკორუფციული ბიუროს ჩანერგილი ჰყავდა სხვადასხვა უწყებებში აგენტურა და ამჟამად დაიწყო კორუფციული შემთხვევების გამოვლენა.

ამას მოყვა ის, რომ გუშინვე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება, რომ ისინი იმედგაცრუებულები არიან კორუფციასთან ბრძოლის კუთხით უკრაინაში.

პროკურატურამ და ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ყველაფერ ამერიკულზე დაიწყეს შეტევა და ამ კონტექსტში მოხდა სააკაშვილის აყვანა. ახლა ისინი ფიქრობენ, რომ უკან დასახევი არ აქვთ. ამ ნაბიჯებით უპირისპირდებიან ამერიკას და მიშაც უცნაურად მოყვა ამ ყველაფერში.

მე მეჩვენება რომ ამ ფაქტებს ერთმანეთთან კავშირი აქვს”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მანვე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ორი მიმართულება - პოლიტიკური და სამართლებრივი ფაქტორებია გასათვალისწინებელი.

”დღეს დიაგნოზი, რომ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და ამით ყველაფერი დამთავრდა - მთლად ასე არ არის საქმე.

რაც შეეხება ვარიანტს რომ თუ მოხდა მისი ექსტრადირება ორი ასპექტი აქვს -სამართლებრივი და პოლიტიკური.

სამართლებრივად ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ მოხდეს სააკაშვილის ქვეყანაში ექსტრადირება და მან აგოს პასუხი ჩადენილი ქმედებებისთვის. მართალია მას არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა მას აქვს დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი. მეორე შემთხვევაში პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველო ციხეში იქნება თუ ციხის გარეთ ხელისუფლების თავის ტკივილია. მე არ ვთვლი რომ სააკაშვილს შეუძლია დღევანდელ საქართველოში სერიოზული კრიზისის გამოწვევა, მაგრამ როგორც დესტაბილიზაციის ფაქტორი, რა თქმა უნდა, ის იქნება. პოლიტიკურად ქვეყანას მისი ექსტრადირება არ სჭირდება”, -განაცხადა გია ხუხაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."